რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პრიორიტეტებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'13 / 20:25

საქართველოს ახალ ხელისუფლებას მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული პოზიცია უკავია სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა 20 მარტს.

ზაქარეიშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კონფლიქტების და ნდობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის მიდგომის ერთ–ერთი მთავარი ასპექტია რადიკალური რიტორიკის შეცვლა, რაც მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ჭარბობდა, და სოხუმისა და ცხინვალისთვის თბილისის საწინააღმდეგო არგუმენტების ჩამორთმევა. მისი თქმით, ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგები, რასაც ასევე მოყვა რიტორიკის შემსუბუქება სოხუმის და ცხინვალის მხრიდანაც. ზაქარეიშვილის თქმით, ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა სოხუმის და ცხინვალის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა.

პარალელურად, ზაქარეიშვილის განცხადებით, თბილისის მიზანია, რომ აღარც მოსკოვს ჰქონდეს არგუმენტები საერთაშორისო თანამეგობრობას განუცხადოს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება იმისთვის იყო საჭირო, რომ ამ რეგიონებსა და თბილისს შორის თანამშრომლობა შეუძლებელი იყო. ამგვარი მოქმედებით, განაგრძო მან, ქართული მხარე აძლიერებს მეგობარი სახელმწიფოების არგუმენტებს არაღიარების პოლიტიკის პროცესში, რაც ასევე გულისხმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მეტი საერთაშორისო აღიარების áƒ›áƒ˜áƒ¡áƒáƒ¦áƒ¬áƒ”ვად მოსკოვის ძალისხმების შეჩერებას.

ასე რომ, ზაქარეიშვილის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ შეწყვიტა აგრესიული რიტორიკა და პოლიტიკა, რომელსაც წინა ხელისუფლება ახორცელებდა და ახალ áƒ›áƒ˜áƒ“გომებზე გადადის.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო მინისტრის პოსტის დაკავებამდე, რესპუბლიკური პარტიის წევრი, პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებში áƒ”ქსპერტულ შეფასებებს აკეთებდა, ჰქონდა რა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას ამ მიმართულებით.

ჟენევის მოლაპარაკებები

თავის შესავალ სიტყვაში ზაქარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, áƒ¨áƒ”ნარჩუნდეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებები, როგორც მთავარი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც რუსეთი და საქართველო კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან იყო მცდელობა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების როლი „დაეკნინებინათ“; მან ასევე განაცხადა, რომ პარალელურად ასევე იყო მცდელობები სოხუმის და ცხინვალის მხრიდან, რომ ამ მოლაპარაკებების არსებული ფორმატი შეეცვალათ მათთვის კონკრეტული სტატუსის მინიჭების მიზნით.

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ფორმატის შეცვლა თვითმიზანი არ უნდა იყოს; ნაცვლად ამისა, მიზანი შედეგების მიღწევაზე უნდა იყოს ორიენტირებული და თუ ფორმატის ცვლილებას რეალური შედეგები მოყვება, მაშინ, მისი თქმით, შესაძლებელი უნდა გახდეს არსებული ფორმატის შეცვლის საკითხის განხილვა.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ–დან და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან მოლაპარაკებებში იმ სუბიექტების დაკონკრეტების გარეშე მონაწილეობენ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ფორმალურად ისინი ჟენევის დისკუსიების „მონაწილეებად“ მოიხსენებიან. ამგვარი ფორმატი 2008 წლის ნოემბერში გამართული მეორე რაუნდის შემდეგ შეთანხმდა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა სტატუსზე უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით.

2012 წლის ნოემბერში სოხუმმა განაცხადა, რომ იგი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის შეცვლას, რათა მონაწილეები დელეგაციების დონეზე იყვნენ წარმოდგენილი მოლაპარაკებებზე. ცოტა ხნის წინ სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ ასევე გაახმოვანა წინადადება, რომ შეიცვალოს ფორმატი იმ ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანების გზით, რომლის ფარგლებში ჟენევის დისკუსიების დროს მოლაპარაკებები იმართება. ამ ორი სამუშაო ჯგუფიდან ერთი უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ ასპექტებს განიხილავს.

„ჰიპოტეტურად, ფორმატის ცვლილებებზე არ არის გამორიცხული ლაპარაკი“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა, „მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ არის საჭირო ეს. ჩვენი პრინციპი ასეთია: ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები ჟენევის ფორმატთან, რადგანაც შედეგები შეიძლება ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება გვინდა რომ გვქონდეს. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ დავუშვათ დღევანდელი ფორმატით ნულოვანი შედეგი გვაქვს, პირობითად, ფორმატი თუ შეიცვალა, რა შედეგზე შეიძლება გავიდეთ?“

„ჩვენ ამ მიმართულებით მოქნილები ვართ, კატეგორიულ „არას“ არ ვამბობთ, ჩვენ არ ვეძებთ მიზეზებს, რატომ ვთქვათ „არა“; მაგრამ ჩვენ ვეძებთ გამოსავლებს, რათა ვთქვათ „დიახ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სეპარატისტულ რეგიონებს მხოლოდ სტატუსის მოპოვება სურთ და ისინი არ ამბობენ, რომ ფორმატის ცვლილებას შედეგები მოყვება.       

ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ფორმატის შეცვლა ქართული მხარისთვისაც მისაღებია, მაშინ ამის პრობლემა არ იარსებებს, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი ცვლილების საჭიროებას ქართული მხარე ვერ ხედავს.

მან ასევე ისაუბრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ჩამოყალიბდა  და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს რეგულარულ საფუძველზე განიხილავს. მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ასეთი შეხვედრები თბილისის, ცხინვალის და სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსული ძალების, ასევე áƒ”ვროკავშირის სადამკირვებლო მისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით რეგულარულად იმართება, აფხაზეთის მიმართულებით ამგვარი შეხვედრები გალში უკვე ერთი წელია შეჩერებულია.

გალში შეხვედრა 2012 წლის მარტის შემდეგ არ გამართულა მას შემდეგ, რაც სოხუმმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სოხუმის განცხადებები ამ საკითხის მიმართ უსამართლო და უსაფუძვლოა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, ასევე გალის რაიონში არსებული ვითარება ამჟამად შედარებით წყნარია და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ გალში ესკალაციის საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანა.

‘არაღიარების პოლიტიკა’  

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა აქტიური ‘არაღიარების პოლიტიკის’ განხორციელებას განაგრძოს, რომლის ფარგლებშიც ის ცდილობს შეაკავოს რუსეთის მცდელობა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებას მიაღწიოს.

სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორები უზარმაზარ დახმარებას უწევენ საქართველოს.

მან ასევე განაცხადა, რომ გარკვეული პოზიციური სიგნალები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთმა იმ ქვეყნებიდან, რომელთაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აღიარეს, შესაძლოა შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება. კერძოდ, მას ვანუატუ ჰქონდა მხედველობაში; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას გადამოწმება და დადასტურება სჭირდება.

ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ სტრატეგია და ჩართულობა

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ჩართულობის სამოქმედო გეგმა – დოკუმენტები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ 2010 წელს მიიღო – საერთო ჯამში „მისაღებია“.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ახალი სტრატეგიის პროექტის მონახაზი, რაზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ ამჟამად მოქმედი სტრატეგიის ახლით ჩანაცვლების საჭიროება არ არსებობს.

„როგორც კი ამოიწურება არსებული სტრატეგია, წარდგენილი იქნება ახალი სტრატეგია... მანამდე ძველი სტრატეგია მუშაობს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მოსმენის დროს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან შოთა მალაშხიამ, რომელიც წინა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე იყო, მას ტერმინოლოგიის შესახებ ჰკითხა; მალაშხიამ განაცხადა, რომ „აფხაზური მხარის“ ან „ოსური მხარის“ და „დე ფაქტო ხელისუფლების“ ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნას „მარიონეტული რეჟიმები“, რადგანაც ისინი ოკუპირებული ტერიტორიებია. ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ „მხარე“ ყველაზე მოქნილი სასაუბრო ტერმინია და ამ ტერმინის გამოყენება არანაირად არ ნიშნავს ამ რეგიონებისთვის რაიმე სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას.

ზაქარეიშვილს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან ასევე ჰკითხეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის შესახებ, რომლის ინიციატორიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია და რომლის თანახმადაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმ ტერიტორიებიდან შესვლის პირველი შემთხვევა, რომლებიც თბილისის მიერ არ კონტროლდება, სისხლის სამართლებრივად დასჯადი აღარ იქნება. 

კანონის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეების რუსეთის მხრიდან შესვლა უკანონოდ ითვლება; კანონის მიხედვით, აფხაზეთში კანონიერად შესვლა ზუგდიდიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მხრიდან არის áƒ¨áƒ”საძლებელი. კანონი ამ წესიდან მთელ რიგ გამონაკლისებს აწესებს. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2–დან 4 წლამდე. ხოლო კანონის დარღვევა ხელმეორედ ან ჯგუფურად ისჯება პატიმრობით სამიდან ხუთ წლამდე. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ ეს ქმედება ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება და პატიმრობის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დაწესდება, ხოლო შესვლის წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. 

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან, ჰკითხეს ზაქარეიშვილს, შეცვლის თუ არა მისი სამინისტრო კანონში ცვლილებების შეტანის გეგმებს. ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ მისი სამინისტრო არ გამოიწვევს უკან პარლამენტიდან პროექტს და დასძინა, რომ კანონის ამ დებულების ლიბერალიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აპირებს შეამსუბუქოს „დეოკუპაციისკენ“ მიმართული ძალისხმევა. 

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვა ევროკავშირის ერთ–ერთი რეკომენდაციაა. ეს საკითხი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ წლიურ ანგარიშში კვლავ იქნა წამოწეული.

რაც შეეხება კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს, ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ 20 მარტს გამოაქვეყნა, ასევე ნათქვამია: „მთავრობის შეცვლის შემდეგ, გარკვეული საიმედო ნიშნები გაჩნდა სეპარატისტულ ტერიტორიებთან უფრო ეფექტური ჩართულობის და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უფრო შემსუბუქებული განხორციელების თვალსაზრისით“.

Civil.Ge © 2001-2024