ალასანია: საქართველო ევროკავშირის მალის მისიაში გამნაღმველის გაგზავნას სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'13 / 15:00

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად  არის ორი ოფიცერი, მათ შორის გამნაღველი გაგზავნოს ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში მალიში.  

„აქ არ არის საუბარი საბრძოლო ქვედანაყოფების მონაწილეობაზე მისიაში“, – განუცხადა ალასანიამ დეპუტატებს 21 მარტს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

მას შემდეგ, რაც áƒ”ვროკავშირმა შესათავაზა საქართველოს, რომ მონაწილეობა მიეღო ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ განიხილა ეს შემოთავაზება და დათანხმდა, რადგანაც ეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას დაეხმარება.

„ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვაცნობეთ ევროკავშირს, მაგრამ ასევე ვთხოვეთ, რომ დაგვეწყო კონსულტაციები, თუ კონკრეტულად რაში დასჭირდებოდათ ქართული გამოცდილება“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაგზავნოს ერთი ოფიცერი, რომელიც სამეთაურეო და საკონტროლო დაგეგმვაში იქნება ჩართული; მან არ განავრცო ეს თემა, თუმცა მალიში ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიის ერთ–ერთი კომპონენტია მალის სამთავრობო ძალების წვრთნა და მომზადება სამეთაურეო და საკონტროლო საკითხებში.

ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველომ ასევე შესთავაზა ერთი გამნაღმველის გაგზავნა; მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს „ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი“ განაღმვის ოპერაციებში.

„ვნახოთ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები ამ კუთხით. პოლიტიკური ნება არსებობს, ტექნიკური მხარეა გადასაწყვეტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ევროკავშირმა თავისი მისია მალიში თებერვალში დაიწყო იმ მიზნით, რომ 200-ზე მეტი სამხედრო პირი გააგზავნოს, რათა მათ გაწვრთნან მალის სამთავრობო ძალები ისლამისტი აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, თავად მისია საბრძოლო ოპერაციებში არ მიიღებს მონაწილეობას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მიიწვია თბილისი მოლაპარაკებების დასაწყებად ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება.  

გასულ ივნისს, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ თბილისი კონსულტაციებს აწარმოებდა ევროკავშირთან საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით ალასანიამ კომიტეტის სხდომაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ნატოს ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდეგაც, როდესაც ნატოს საბრძოლო მისია დასრულდება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველომ ავღანური ძალების გაწვრთნა შესთავაზა როგორც საქართველოში, ისე ადგილზე, ავღანეთში; მისი თქმით, ეს áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ“ადება ასევე ითვალისწინებს ვერტმფრენების პილოტების მომზადებას ავღანური ძალებისთვის.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ასევე შესთავაზა ნატოს, რომ გამოიყენოს საქართველო სატრანზიტო ქვეყნად, როდესაც 2014 წლის ბოლოდან მოკავშირეები ავღანეთიდან ჯარების და ტექნიკის გაყვანას დაიწყებენ.

Civil.Ge © 2001-2024