აშშ–ის ელჩი ქართველ დეპუტატებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'13 / 16:19

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 21 მარტს დეპუტატებთან პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დახურულ შეხვედრაზე აშშ–საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მან ცალკ–ცალკე შეხვედრები გამართა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთნ და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. 

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ იგი პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის მიწვევით მივიდა, რათა აშშ–საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განეხილა.

რიჩარდ áƒœáƒáƒ áƒšáƒáƒœáƒ“მა განაცხადა, რომ „დამთხვევაა“, რომ იგი პარლამენტში იმ დღეს მივიდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.

„ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია. მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ პრესის áƒ¬áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხვის დროს ნათელი ხდება, რომ ორივე მხარე თანხმდება შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსზე. მაგრამ როგორც ბუნებრივია დემოკრატიულ პროცესში, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები áƒ“ა ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამას“, – განაცხადა ნორლანდმა და დასძინა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული პროგრესი და დებატებისა და კომპრომისების გზით მიიღოს გადაწყვეტილებები.

მან ასევე განაცხადა: „მრავალი პოლიტიკური დისკუსიების და დებატების ფონზეც კი, მნიშნელოვანია იმის დამახსოვრება, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველომ – საქართველოს ახლა ჰყავს ძლიერი ახალი მთავრობა საზოგადოების მანდატით; მას ჰყავს ძლიერი ოპოზიცია დიდი გამოცდილებით; მას ჰყავს ძლიერი პარლამენტი; მას ჰყავს მზარდი დამოუკიდებლობის მქონე სასამართლო სისტემა და მას ჰყავს ძალიან აქტიური მედია. ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია“. 

ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ აშშ–ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი გზავნილი ის არის, რომ აშშ–ის თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოში. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს „ძლიერი პარტნიორობისთვის“, მათ შორის ავღანეთის მისიაში.

Civil.Ge © 2001-2024