დეპუტატები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'13 / 20:37

დეპუტატებმა პარლამენტის 21 მარტის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს 

135-მა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლი მოსმენით მიღებას დაუჭირა მხარი. მანამდე კი  
იურიდიულად არასავალდებულო áƒ¡áƒáƒ áƒ”იტინგო გამოკითხვა ჩატარდა, რომლის დროსაც áƒ¡áƒáƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ ცვლილებების áƒ¡áƒáƒ¡áƒáƒ áƒ’ებლოდ áƒ›áƒ®áƒáƒšáƒáƒ“ საპარლამენტო უმრავლესობის 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ცვლილებების თანახმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად დეკემბერში წარმოადგინა, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება მთავრობის გადადგომის ან გადაყენების შემდეგ პარლამენტის ნების წინააღმდეგ შექმნას და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს თავისთვის სასურველი მთავრობა– ეს უფლებამოსილება პრეზიდენტმა 2004 წლის დასაწყისში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მიიღო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პირველი ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად.

ბოლო თვეების მანძილზე ეს საკონსტიტუციო ცვლილება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებული მთავარი პოლიტიკური საკითხი იყო; კოალიცია დაჟინებით მოითხოვდა პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ნაციონალური მოძრაობისგან, რომ მკაფიო პოზიცია დაეფიქსირებინა იმასთან დაკავშირებით, მიაჩნდათ თუ არა მათ, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა ასეთი „დიქტატორული“ უფლებამოსილებები. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა აცხადებენ, რომ ეს არ არის მთავარი საკითხი, რომელზეც პოლიტიკურ პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს. სააკაშვილმა ბევრჯერ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენებას, მოქმედი მთავრობის დათხოვნას და ახლის დანიშვნას პარლამენტის თანხმობის გარეშე.

პარლამენტში კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, დებატების მთავარი თემა ის გახდა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კენჭისყრა შემოთავაზებულ ცვლილებებზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 19 მარტს, რომ ის მზად არის ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე, მაგრამ იმ პირობით, თუ პარლამენტი თავდაპირველად სარეიტინგო კენჭისყრას გამართავს, რათა გამოჩნდეს აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ áƒ¡áƒáƒ™áƒ›áƒáƒ áƒ˜áƒ¡áƒ˜ ხმები კანონპროექტის მისაღებად. ნაციონალური მოძრაობის თქმით, სარეიტინგო კენჭისყრა მათ იმის დემონსტრირებისთვის სჭირდებათ, რომ არასწორია ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებში არიან დეპუტატები, რომელთაც პარტიულ ხაზს გადაუხვიეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს ერთობას და შეუძლებელია კონსტიტუციის მიღება ოპოზიციური აზრის იგნორირებით. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ იმდენ ხმას დაუმატებს ქართულ ოცნებას ცვლილებების კენჭისყრის დროს, რამდენსაც სარეიტინგო კენჭისყრა აჩვენებს, რომ მათ აკლდებათ საჭირო 100 ხმის მოსაგროვებლად.

„ქართულმა ოცნებამ“ უპასუხა, რომ სარეიტინგო კენჭისყრა საჭირო არ არის და ნაციონალურმა მოძრაობამ ხმა უნდა მისცეს ცვლილებას, თუ მიაჩნია, რომ ამგვარი საკონსტიტუციო ცლილება საჭიროა. საბოლოო გადაწყვეტილება გაიმართება თუ არა სარეიტინგო კენჭისყრა დებატების შემდეგ იქნება მიღებული, სანამ ცვლილებათა პროექტი კენჭისყრაზე დადგება.

სანამ პარლამენტის სხდომა ცვლილებების განხილვას დაიწყებდა, აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ცალ–ცალკე შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან; დეპუტატების თქმით, შეხვედრაზე ერთ–ერთი განსახილველი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:

ქვემოთ მოცემულია განახლებადი ინფორმაცია პარლამენტის სხდომიდან:

16:05
- სხდომის გახსნისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომაზე დეპუტატების სიმრავლეს გაუსვა ხაზი. მან ღიმილით აღნიშნა, რომ ეს დღევანდელი სესიისთვის შესაძლოა კარგი ნიშანიც იყოს, გულისხმობდა რა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას მაღალი კვორუმი სჭირდება. სხდომის გახსნისას რეგისტრაცია 125-მა დეპუტატმა გაიარა. ამის შემდეგ დეპუტატებმა განიხილეს კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეხებოდა.

16:17 - დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დაიწყეს. ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პირველმა დაიკავა ტრიბუნა; ის ხელმძღვანელობდა 20-წევრიან საერთო-სახალხო განხილვის კომისიას (რომელშიც ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან 6-6 დეპუტატი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შედიოდნენ; ამ კომისიაში მუშაობა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა áƒ“აახლოებით შუა ეტაპზე შეაჩერეს). áƒ›áƒáƒœáƒáƒœáƒ კობახიძის თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილება ინიცირებულ იქნა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული áƒ¨áƒ”საძლო „პოლიტიკური კრიზისი“ იმით, რომ პრეზიდენტს მოქმედი მთავრობის დათხოვნის და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლებამოსილება ჩამოერთმეოდა;

16:30 – დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ინიცირებული საკონსტიტუტიო ცვლილებების დეტალები გაახმოვანა. მისი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, მთავრობის გადადგომის შემთხვევაში ან თუ მას პრეზიდენტი დაითხოვს, ამ უკანასკნელს არ ექნება უფლება, რომ ახალი მთავრობა დანიშნოს პარლამენტის თანხმობის გარეშე; მოქმედ მთავრობას მოუწევს თავისი მოვალეობების შესრულება, სანამ ახალი მთავრობა დამტკიცდება. მან ასევე განაცხადა, რომ საჯარო დისკუსიების შედეგად, თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველი პროექტი ასევე ითვალისწინებდა იმ პუნქტის ამოღებას კონსტიტუციიდან, რომელიც უკრძალავს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნას მისი არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში და áƒ¡áƒáƒžáƒ áƒ”ზიდენტო არჩევნებამდე ექვსთვიან პერიოდში. თუმცა, საბოლოო პროექტში შენარჩუნებულია ეს შეზღუდვა და დაკონკრეტებულია, რომ პრეზიდენტს არ ექნება პარლამენტის დათხოვნის უფლება 1 მაისიდან ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პერიოდში; 

16:38 – ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა ჰკითხა ხმალაძეს, თუ რა იყო ამ შემოთავაზების ძირითადი მიზეზი, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილება ისედაც შემცირდებოდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში.

16:39 – ხმალაძემ უპასუხა, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ახალი კონსტიტუციის áƒáƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დებამდე  რამოდენიმე თვით იქნება ძალაში, რათა ამ დროის განმავლობაში არსებულმა ნორმებმა არ გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი.  

16:43 – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ შემოთავაზებული ცვლილებების სასარგებლოდ არგუმენტები მოიყვანა. მან განაცხადა, რომ ეს ცვლილებები საჭიროა, რომ სწორი ძალთა ბალანსი და პოლიტიკური სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. მისი თქმით, ცვლილებები შესაბამისობაში მოდის ვენეციის კომისიის მიერ 2004 წელს წარმოდგენილ რეკომენდაციებთან, როდესაც პირველად შევიდა კონსტიტუციაში ეს დებულება. შავგულიძის თქმით, ეს ცვლილება ქვეყნისთვისაა საჭირო და იმედი გამოთქვა, რომ მას პარლამენტი ერთხმად დაუჭერს მხარს.

16:53 – დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუვლაშვილმა განაცხადა, რომ მათ არანაირი კითხვის ნიშნები არ გააჩნიათ შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსთან. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ დისკუსიები არასწორი გზით წარიმართა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმცირესობის დაშინება დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც დამტკიცდება, რადგანაც ნაციონალური მოძრაობაში არიან დეპუტატები, რომლებიც მზად არიან განუდგნენ საკუთარ პარტიას, მიუღებელია. კუბლაშვილმა განაცხადა, რომ იმის საჩვენებლად, რომ ეს ასე არ არის, სარეიტინგო კენჭისყრა იქნა შემოთავაზებული;

16:56 – ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და პრეზიდენტმა თავადაც განაცხადა რამდენჯერმე, რომ იგი არ აპირებს ახალი მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებას. შემდეგ მან ნაციონალური მოძრაობის პოზიცია გაიმეორა, რომ საჭიროა თავდაპირველად სარეიტინგო კენჭისყრა გაიმართოს იმის საჩვენებლად, რომ შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის გარეშე;

17:02 – ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიგოს, რომ ის არ აკონტროლებს áƒ®áƒ”ლისუფლების ყველა შტოს და უარი უნდა თქვას ოპონენტების „ხელების გადაგრეხვაზე“;

17:09 – შემდეგ სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში უმსხვილესი ფრაქციის ლიდერია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი არ არის áƒ«áƒáƒšáƒ˜áƒ¡ დემონსტრირება, ან ნაციონალური მოძრაობის „სისუსტის“ წარმოჩენა. მან ასევე განაცხადა, რომ თუ არსებობს შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების არსზე, მაშინ ამ საკითხმა არ უნდა შეაფერხოს თანამშრომლობა; იგი ასევე გამოვიდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების წინააღმდეგ;

17:18 – ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უკავია გასაღები იმისა, მოხდება თუ არ ცვლილებების დამტკიცება პარლამენტში; მისი თქმით, საქმე არ ეხება ცვლილებების არსს, არამედ საქმე ეხება იმას, შესაძლებელია თუ არა უარი ითქვას დაშინების და შანტაჟის ტაქტიკაზე; გაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარ მიდგომაზე უარი უნდა ითქვას. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას სარეიტინგო კენჭისყრა იმისთვის სჭირდება, რომ თვეების მანძილზე „ქართული ოცნება“ ეუბნებოდა ნაციონალურ მოძრაობას, რომ მიუხედავად მისი პოზიციისა, ცვლილებები მაინც დამტკიცდებოდა, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ 100–ზე მეტი ხმა ჰქონდა; მისი თქმით, სარეიტინგო კენჭისყრა პარლამენტში ძალთა განლაგების საჩვენებლადაა საჭირო. გაბაშვილი  აცხადებს, რომ საკითხი მარტივია: თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა ეს საკონსტიტუციო ცვლილება, იგი უნდა დათანხმდეს სარეიტინგო კენჭისყრას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ცვლილების ჩავარდნაზე, რადგანაც ის ვერ შეძლებს მის მიღებას ოპონენტების „ხელების გადაგრეხვით“;

17:29 – ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავაც იმეორებს, რომ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ ფორმალობაა; ამიტომაც, ამ განცხადებების áƒ£áƒáƒ áƒ§áƒáƒ¤áƒ˜áƒ¡ მიზნით, საჭიროა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება; მან სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს დათანხმდეს ამ წინადადებას და ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა, სანამ ცვლილებები კენჭისყრაზე დადგება (პროცედურების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია áƒ©áƒáƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბს თუ არა სარეიტინგო კენჭისყრას);

17:36 – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიგა ბუკიამ უთხრა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ სარეიტინგო კენჭისყრა პრეზიდენტ სააკაშვილს სჭირდება და არა თავად დეპუტატებს, რათა აჩვენოს, რომ მის პარტიაში ერთიანობაა; მან უთხრა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ გათავისუფლდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის გავლენისგან. მისი თქმით, áƒáƒ áƒáƒ•áƒ˜áƒ¡ აქვს ეჭვები ნაციონალური მოძრაობის ერთობაზე, მაგრამ ამის დემონსტრირება სარეიტინგო კენჭისყრით პრეზიდენტ სააკაშვილის „კაპრიზია“; მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ისე უნდა მისცენ ხმა, როგორც ეს სწორად მიაჩნიათ, რაიმე სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე;

17:46 – დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატებისგან შექმნილი ექვსწევრიანი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მან ასევე მოუწოდა ამ ცვლილებების ჩავარდნის წინააღმდეგ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებისკენ; 

17:49 – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ უთხრა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ საკითხი მარტივია და ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა თქვას ან „კი“ ან „არა“ – ან მისცეს ხმა, ან არა, ყოველგვარი სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე; მან უთხრა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ მათ იმისათვის სჭირდებათ სარეიტინგო კენჭისყრა, რომ თავად ვერ გაურკვევიათ, თუ რა ხდება მათ რიგებში; მან ასევე განუცხადა ოპონენტებს, რომ სააკაშვილი წარსულს ჩაბარდა და მოუწოდა მათ, უარი თქვან მასზე. áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ თქმით, არავინ არ აპირებს მათ გადანდგურებას, რადგანაც ისინი უკვე "პოლიტიკურად განადგურდნენ" 1 ოქტომბერს, როცა მათ ამომრჩეველმა უარი უთხრა. áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ თქმით, დღეს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

17:59 – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის შეთავაზება ქართული ოცნების მიმართ, რომ ის თავის ხმებს დაუმატებს მიუღებელია. მისი თქმით, არავის სჭირდება მათი ხმების დამატება. მისი თქმით, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ვერ იქნება დღეს მიღებული, ეს აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთი კაცის  – პრეზიდენტ სააკაშვილის მსხვერპლია; ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმე ტვირთად იქცა ნაციონალური მოძრაობისთვის;

18:02 – ამჟამად, დარბაზის ნახევარი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს უკავიათ, თითქმის ცარიელია. მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატი იმყოფება áƒ“არბაზში. 

18:13 – ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატი დარბაზში დაბრუნდა და ქართული ოცნების დეპუტატის დავით ბერძენიშვილის გამოსვლას უსმენს; áƒ‘ერძენიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკა áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ მოძრაობის წინააღმდეგ არის áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ული; მისი თქმით, სააკაშვილის ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ იპოვოს ყველა საჭირო საბაბი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არ იქნას მიღებული. მისი თქმით, ახლა ნაციონალური მოძრაობის თითოეულ დეპუტატზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი კაპრიზის განხორციელებას. მან ოპონენტებს გადაწყვეტილების ინდივიდუალური მიღებისკენაც მოუწოდა;

18:20 – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საკითხის ორ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება – შინაარსზე და ფორმაზე. მან განაცხადა, რომ ისე წარმოჩენა, თითქოს ქვეყნის ბედი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზეა დამოკიდებული, „გადაჭარბებაა“. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წელს ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვან შემცირებას  ითვალისწინებდა და რომელიც წელს მოგვიანებით შევა ძალაში, რაც უკვე აჩვენებს ნაციონალური მოძრაობის პოზიციას შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე. შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ თავისი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება სრულიად გამორიცხულია და დასძინა:  „მე ჩემს ადგილს მის პოლიტიკურ გუნდში ვერ დავინახავ“, თუ ის ამ უფლებას გამოიყენებს. ბაქრაძემ áƒ™áƒ˜áƒ“ევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტის მიერ მოქმედი მთავრობის დათხოვნის და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახლის დანიშვნის შანსი არ არსებობს.

ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ დავის მთავარი საგანი იყო „ფორმა“. შემდეგ მან კვლავ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო თვეების რიტორიკა, რომ მათ უკვე აქვთ საკმარისი ხმები ცვლილებების მისაღებად ნაციონალური მოძრაობის თანხმობის გარეშე და მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის გაფრთხილება, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე მის მომავალს განსაზღვრავდა, არის ის, რაც ართულებს თანამშრომლობას. მისი თქმით áƒ˜áƒ›áƒ˜áƒ¡áƒáƒ—ვის, რომ ბოლო მოეღოს სპეკულაციებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთიანი საკონსტიტუციო საკითხზე, საჭიროა სარეიტინგო კენჭისყრის გამართვა. ბაქრაძემ ჰკითხა ქართული ოცნების დეპუტატებს, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება მართლა ასეთი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაშინ რატომ ამბობენ ისინი უარს სარეიტინგო კენჭისყრაზე?

„მთავარი და ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში არის ჩემთვის, არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა მაშინაც კი, როდესაც ვთანხმდებით შინაარსზე“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „ერთი ნაბიჯია ჩვენს შორის, ერთი პატარა ნაბიჯი“ და ეს არის სარეიტინგო კენჭისყრის გამართვა.

18:28 - დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურად მათთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი გავიდეს, რათა მთავრობას არ ქონდეს აქცენტის ამ თემაზე გადატანის საბაბი და ასევე შეიქმნას სამომავლოდ ერთობლივი მუშაობისთვის კარგი ნიადაგი. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ინტერესია შეინარჩუნოს „ღირსება“.

18:33 - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ოპონენტებს, რომელთა დიდმა ნაწილმაც მისი გამოსვლის წინ სხდომათა დარბაზი ისევ დატოვა, მიმართა, რომ არ სურს ისინი ისეთ პოლიტიკოსებად იხილოს, რომელთანაც მას არ ექნება ურთიერთობის გაგრძელების სურვილი.  „გამოდით ყველანაირი პოლიტიკური კონიუქტურიდან“ და დღეს როცა კენჭისყრა ჩატარდება, ეს ყველაფერი დამთავრდეს იმით, რომ „მოვიდე და ხელი ჩამოგართვათ“, მიმართა მან დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან.

18:46 - გამოსვლების პროცედურის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ შესვენების გამოცხადება ითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დათანხმდა. მან შესვენება 19:30-მდე გამოაცხადა და განაცხადა, რომ სხდომის განახლების შემდეგ "როგორც ჩანს" áƒ™áƒ”ნჭისყრის პროცედურები დაიწყება. áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ მოძრაობის დეპუტატები áƒ¨áƒ˜áƒ“ა კონსულტაციებს მართავენ. დისკუსიების შუალედში უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარბაზის გარეთ ერთმანეთს ცოტა ხნით შეხვდნენ. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა მიიღოს გადაწყვიტილება სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების თაობაზე, სანამ ცვლილებათა პროექტი კენჭისყრაზე გავა.

19:21 – საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირინა იმერლიშვილი, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხა კომიტეტის თავმჯდომარეა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს ხვდებიან.

20:15 – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხანგრძლივი შესვენება გამოყენებულ იქნა სიტუაციის ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. მისი თქმით, საპარლამენტო განხილვებმა აჩვენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე უთანხმოება არ არსებობს, მაგრამ არსებობს უთანხმოება ფორმაზე და იმაზე თუ როგორ განვითარდა პროცესი.

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას „კაპრიზზე კაპრიზით, ვერ ვუპასუხებთ“, „ახირებაზე ახირებით ვერ ვივლით“ და "ამიტომ ვიღებ გადაწყვეტილებას და დღეს მზად ვარ ჩავატარო სარეიტინგო კენჭისყრ"ა. მან მოუწოდა უმრავლესობას, რომლის წევრებიც არ უჭერენ მხარს ამ გზას, გაგებით მოეკიდონ მის ამ გადაწყვეტილებას. 

20:26 – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი მიესალმება უსუფაშვილის გადაწყვეტილებას. „მივიჩნევ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კარგი არა ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

20:29 - კენჭისყრის წინ რეგისტრაცია 134-მა პარლამენტის წევრმა გაიარა.

20:31 - სარეიტინგო კენჭისყრაზე, რაც იურიდიულად არასავალდებულო გამოკითხვის ხასიათს ატარებს, 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა საკითხის სასარგებლოდ, რაც 7 ხმით ნაკლებია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო 100 ხმაზე. 

20:33 - პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 135-მა დეპუტატმა დაუჭირა კენჭისყრაზე მხარი.

Civil.Ge © 2001-2024