საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხმად მიიღეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'13 / 22:34

135-მა დეპუტატმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას პარლამენტის 21 მარტის სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი. 

ამ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა იურიდიულად არასავალდებულო სარეიტინგო გამოკითხვა, რომლის დროსაც საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ áƒ¡áƒáƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტო უმრავლესობის 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა, რაც 7 ხმით ნაკლები იყო áƒ¡áƒáƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ ცვლილებების მისაღებად საჭირო მინიმალურ 100 ხმაზე. 

ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაახლოებით სამთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, რაც ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების წამყვანი საკითხი იყო, რამდენიმე საათიანი საპარლამენტო დისკუსიების და ბოლო წუთას დახურულ კარს მიღმა კენჭისყრამდე გამართული კონსულტაციების შემდეგ მხარეებმა გარღვევას მიაღწიეს.

ქართული ოცნების  მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე კამათი თითქმის არ ყოფილა 21 მარტს გამართული საპარლამენტო განხილვების დროს.

კანონპროექტი, რომელიც მეორე და მესამე მოსმენით არის საბოლოო დამტკიცებამდე მისაღები, პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომ მან პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ შეძლოს მთავრობის ერთპიროვნულად გამოცვლა.

საპარლამენტო განხილვების მოახლოებასთან ერთად დებატების მთავარ თემად იქცა საკითხი კანონპროექტის კენჭისყრის ფორმებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას სურდა ჯერ სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებულიყო.

სწორედ ამ საკითხს აყენებდა დაჟინებით ნაციონალური მოძრაობა 21 მარტის სხდომაზე. ნაციონალური მოძრაობის თქმით, სარეიტინგო კენჭისყრა მათ იმის დემონსტრირებისთვის სჭირდებათ, რომ არასწორია ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებში არიან დეპუტატები, რომელთაც პარტიულ ხაზს გადაუხვიეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს ერთობას და შეუძლებელია კონსტიტუციის მიღება ოპოზიციური აზრის იგნორირებით.

ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ეს არსებითი საკითხი არ იყო, ვინაიდან პრეზიდენტი ისედაც არ აპირებდა მისი კონსტიტიციური უფლების გამოყენებას და ივანიშვილის მთავრობის გამოცვლას. áƒ¡áƒáƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისიც კი განაცხადა, რომ „მე ჩემს ადგილს მის პოლიტიკურ გუნდში ვერ დავინახავ“, თუ áƒžáƒ áƒ”ზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს.

„მთავარი და ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში არის ჩემთვის, არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა მაშინაც კი, როდესაც ვთანხმდებით შინაარსზე“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „ერთი ნაბიჯია ჩვენს შორის, ერთი პატარა ნაბიჯი“ და ეს არის სარეიტინგო კენჭისყრის გამართვა.

ქართული ოცნების დეპუტატები თავიდანვე კრიტიკულად განეწყვნენ სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების მიმართ როგორც კი ეს იდეა ნაციონალურმა მოძრაობამ 20 მარტს გაახმოვანა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან ბევრმა გამომსვლელმა 21 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ სარეიტინგო კენჭისყრა იყო პრეზიდენტ სააკაშვილის „ახირება“; ზოგიერთი მათგანი მოუწოდებდა დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან თავი დაეღწიათ სააკაშვილის გავლენისაგან, ზოგიც კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი მათთვის მძიმე ტვირთად იქცა.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტი საკითხია ჩატარდეს თუ არა სარეიტინგო გამოკითხვა.

საპარლამენტო განხილვების მიმდინარეობისას და ასევე კენჭისყრამდე გამოცხადებული შესვენების დროს დავით უსუფაშვილი აქტიურ კონსულტაციებს მართავდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან.

ზუსტად კენჭისყრის წინ, მან გამოაცხადა, რომ დაეთანხმა ოპონენტების წინადადებას სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების თაობაზე, თუმცა იქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამის  საჭიროებას ვერ ხედავდა; áƒ›áƒáƒœ ასევე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა პროცესის ნაწილად დარჩენილიყო. 

„ჩვენ ახალმა ხელისუფლებამ, ოპოზიციას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ პარლამენტის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში, რომ  საქართველოში დასრულდეს ის პრაქტიკა, როდესაც ძალაუფლება დაკარგული მმართველი პარტია აუცილებლად ქრებოდა ხოლმე ასპარეზიდან. სანამ ეს ასე გაგრძელდება ჩვენ დემოკრატიას ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დებატებმა აჩვენა, რომ „ეს ის შემთხვევაა, როდესაც არსზე შეთანხმება არსებობს“, მაგრამ უთანხმოებაა თავად ფორმაზე და პროცესის განვითარებაზე.

„უმრავლესობის მხრიდან თავიდანვე იყო გულწრფელი სურვილი იმისა, რომ ეს ცვლილებები გამხდარიყო პარლამენტის გამთლიანების და არა დაყოფის, დანაწევრების საფუძველი და საშუალება“,   - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება საჭირო იყო ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განცდის შესაქმნელად.

მან ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მმართველ გუნდზეა.

„ჩვენ კაპრიზზე კაპრიზით ვერ ვუპასუხებთ და ახირებაზე ახირებით ვერ ვივლით“, - განაცხადა მან.

პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, ბოლო áƒ›áƒáƒ›áƒ”ნტამდე უმცირესობასთან მიმდინარე კონსულტაციებში „გარკვეული კომპრომისული ვერსიებიც იქნა შეთავაზებული“.

„მაგრამ ბოლო კონსულტაციების შედეგად, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა უმცირესობამ თავიანთ ლიდერთან, ბატონ მიხეილ სააკაშვილთან  პოზიციების შეჯერების შედეგად კომპრომისულ ვერსიაზე ჩამოყალიბება ვერ მოახერხა“, - განაცხადა მან ამ კომპრომისული წინადადების დაკონკრეტების გარეშე.

მან ასევე თხოვა თანაგუნდელებს, რომ „გაგებით მოკიდებოდნენ“ მისთვის ამ „ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას“, რაც სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმებას უკავშირდებოდა.

საპარლამენტო განხილვის დაწყების წინ, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით საჭირო არ იყო სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარება და ნაციონალური მოძრაობის ამ შეთავაზებას „არასწორი“ უწოდა. უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები გაიარა ბიძინა ივანიშვილთან.

დავით ბაქრაძე მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

„ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.  

Civil.Ge © 2001-2024