თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო მოსმენაზე პრიორიტეტების შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Mar.'13 / 12:32

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა დეპუტატებს 21 მარტს, რომ ერთ–ერთ მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმეტეს სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რასაც დამატებითი სახსრების გამოყოფა დასჭირდება თავდაცვის სამინისტროსთვის.

ალასანია თავის ორ მოადგილესთან ერთად, ასევე გაერთიანებული შტაბის მეთაურთან და მის მოადგილესთან ერთად თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. 

საფრთხეები

ალასანიამ განაცხადა, რომ ბოლო წელიწადში „ჩვენი მტრის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია გარკვეულწილად „გაუარესდა“, რადგანაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთმა „დამატებითი საფორტიფიკაციო  და საიერიშო ნაგებობები და ბაზები“ შექმნა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვის დოქტრინა და საფრთხეების ანალიზი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. მაგრამ აქვე ავღნიშნავ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის კუთხით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა  საბრძოლო მოქმედებების განახლების პოტენციური შესაძლებლობა შეამცირა“, – განაცხადა ალასანიამ. 

საფრთხეებს შორის მან ასევე დაასახელა „ტერორისტული პოტენციური საფრთხე [სოჭის 2014 წლის] ოლიმპიადის წინააღმდეგ“. 

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ამ კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ტერორისტული საფრთხის მოგვარების საკითხი რეგიონალურ კონტექსტშიც იქნა განხილული; კერძოდ, მან ამ საკითხზე დისკუსიები თურქეთში, სომხეთსა და სულ ბოლოს აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტების დროს გამართა.

შესყიდვების სისტემა
 
თავის შესავალ სიტყვაში ალასანიამ ხაზი გაუსვა შესყიდვების სისტემის რეფორმირებას მისი ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის გაზრდის გზით.

მან განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 55 áƒ¦áƒ˜áƒ ტენდერი გამოცხადდა, რომელთაგანაც 26 უკვე ჩატარდა, მაშინ როცა შარშან მხოლოდ 17 ასეთი ტენდერი შედგა.
 
თავდაცვის სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, დაავალდებულებს თავდაცვის სამინისტროს ანგარიში ჩააბაროს პარლამენტის ნდობის ჯგუფს 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საიდუმლო შესყიდვების თაობაზე. პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ შესაქმნელია მოქმედ პარლამენტში, დეპუტატების მცირე ჯგუფია, რომელსაც აქვს უფლებამოსილება ხელი მიუწვდებოდეს თავდაცვის საიდუმლო ხარჯებზე და სხვა საიდუმლო პროექტებზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ანგარიში ჩააბაროს ყველა არასაიდუმლო შესყიდვაზე, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ ლარს აღემატება. ინიციატივის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ასევე მოუწევს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის შესყიდვების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა.     

ინფრასტრუქტურა

ალასანიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული სამხედრო ნაწილების ინფრაქტრუქტურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სიტუაცია "კატასტროფულია" და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც იგი თავდაცვის მინისტრის გახდა, სამხედრო ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შეიქმნა.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ კომისიამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული შტაბის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, საკუთარი დასკვნები თებერვალში წარმოადგინა.

„დადგინდა, რომ სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი უკიდურესად მძიმე პირობებშია. ამჟამად, სამინისტრო  შესაბამის ფინანსურ გათვლებს ახორციელებს და  ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპობრივ გეგმას ამზადებს. გრძელვადიანი გეგმა, გვინდა, რომ განვახორციელოთ გერმანელ პარტნიორებთან ერთად, რადგან, ჩემი აზრით, სამხედრო ლოგისტიკის დაგეგმვის კუთხით, საუკეთესო სპეციალისტები სწორედ გერმანებელი არიან“, – განაცხადა მან. 

მოკლევადიანი ამოცანა იმ გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებაა, რაც სამხედრო ნაწილებში პირობების გაუმჯობესებას სჭირდება, განაცხადა მან და დასძინა, რომ  უკვე განიხილა პრემიერ–მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის საკითხი გადაუდებელი ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოსაგვარებლად; მან ასევე მოუწოდა დეპუტატებს მხარი დაუჭირონ ამ დამატებითი სახსრების გამოყოფას.

ალასანიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 23 სამხედრო ნაწილის შემოწმებამ აჩვენა, რომ „კატასტროფული მდგომარეობაა“, დაწყებული áƒ—ეთრეულის და ბალიშების, ასევე ხარისხიანი საკვების უკმარისობით და დამთავრებული იმით, რომ „სველი წერტილები მოშლილია თითქმის ყველგან“.

„ინფრასტრუქტურას თუ მიუბრუნდებით, მართლაც სამაგალითო რაც არის, ეს არის სწორედ ქუთაისში კადეტთა ლიცეუმი, რომელიც მართლა ძალიან კარგად არის გაკეთებული, სასწავლო პროცესი აწყობილია, ასევე თავდაცვის ეროვნული აკადემია, მაგრამ ეს არის მხოლოდ ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბევრ სხვა ობიექტში საშინელი პირობები.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლებში áƒ¯áƒáƒ áƒ¨áƒ˜ სიტუციის გამოსასწორებლად და რომ პირობები ბევრად უკეთესია, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო, ალასანიამ განაცხადა: „ბევრად უკეთეს დღეში, ვიდრე იყო 92–93 წლებში, როდესაც მეც მოხალისე ვიყავი და მახსოვს რა ხდებოდა ჩვენ შეიარაღებულ ძალებში, ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 2003 წელს და გიდასტურებთ ამას, იმიტომ რომ, ბუნებრივია, ქვეყანაც ვითარდება, ეკონომიკაც ვითარდება და აქედან გამომდინარე შეიარაღებულ ძალებზე დახარჯული ფული ბევრად მეტია. 8 მილიარდი დაიხარჯა შეიარაღებულ ძალებზე...  მაგრამ მე შეკითხვები მაქვს და გამოძიებაც მიმდინარეობს, თუ რატომ იყო არაეფექტურად áƒ“ახარჯული ეს თანხები, თუნდაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, თუნდაც იმისთვის საქართველოს ქონოდა სწორად გათვლილი, ჩვენს საფრთხეებზე სწორად გათვლილი სამხედრო ტექნიკა. ამას საგამოძიებო სამსახურები დაასრულებენ“.

მან ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პირობებში „ელიტური კორუფციის“ და სამხედრო რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა, ძირითადად იგი ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას გულისხმობდა. ალასანიამ განაცხადა,  რომ ამ საქმეებს ამჟამად შესაბამისი სტრუქტურები იძიებენ.

პროფესიული არმია

ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლა იგეგმება.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის 15–დან 12 თვემდე შემცირებას ითვალისწინებს. ბოლოს  სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 2012 წლის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ის 12 თვიდან 15 თვემდე გაიზარდა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სარეზერვო ძალები სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი – საბრძოლო სარეზერვო ძალები, ტერიტორიული თავდაცვის სარეზერვო ძალები და სამოქალაქო თავდაცვის რეზერვი. 

Civil.Ge © 2001-2024