საქართველო ავღანეთში სამხედროების როტაციას ახორციელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Mar.'13 / 17:42

საქართველომ ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განთავსებული ორი ბატალიონის როტაცია დაიწყო, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად ექვსი თვით გაემგზავრნენ, სადაც ისინი I ქვეითთა ბრიგადის მე–12 ბატალიონს და III ქვეითთა ბრიგადის 32–ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ.

საქართველომ გასულ შემოდგომაზე თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.

აშშ–ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე 19 მარტს, რომ საქართველო „ნატოსთვის  შესანიშნავი პარტნიორია“.

ადმირალმა სტავრიდისმა, რომელიც საქართველოს აპრილის დასაწყისში ეწვევა, ხაზი გაუსვა, რომ „დღეს საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით“ და ნატოს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ISAF-ის მისიაში წვლილი შეაქვს.

„ამრიგად, ისინი მთლიანად ჩვენთან არიან ბრძოლაში“, – განაცხადა ადმირალმა სტავრიდისმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ–ის მხარდაჭერამ ქართული სამხედროების მიმართ „ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს შესაძლებლობები“.

„საერთო ჯამში, ისინი სწორი მიმართულებით მიდიან და ნამდვილად დიდი წვლილი შეაქვთ ნატოს მისიაში, რაც კარგადაა ცნობილი [ნატოს] წევრი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მან.

22 მარტს ორი ქართული ბატალიონის გაცილების ცერემონიის დროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმართა სამხედროებს, რომ ავღანეთში სამსახურით „თქვენ პირველ რიგში ქმნით თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ და გამოცდილ სამხედრო ძალებს“. მან ასევე განუცხადა სამხედროებს, რომ ისინი ნატოში ინტეგრაციისკენ მიმავალ საქართველოს გზაზე ავანგარდში იმყოფებიან.    

19 ქართველი სამხედრო დაიღუპა და სულ ცოტა 96 დაიჭრა ავღანური áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ˜áƒ¡ ფარგლებში.

საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას 2009 წლის ნოემბერში შეუერთდა განათავსა რა დაახლოებით 170 ჯარისკაცი ქაბულში. 2010 წლის აპრილში საქართველომ თავისი მონაწილეობა გაზარდა ჰელმანდის პროვინციაში ბატალიონის გაგზავნით, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში თითქმის გააორმაგა ავღანეთში თავისი კონტიგენტი ჰელმანდში კიდევ ერთი ბატალიონის დამატებით.

21 მარტს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მოსმენაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ნატოს ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდეგაც, როდესაც ნატოს საბრძოლო მისია დასრულდება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს შეთავაზებაა áƒ’აწვრთნას ავღანური ძალები როგორც საქართველოში, ისე ადგილზე, ავღანეთში; მისი თქმით, ეს წინადადება ასევე ითვალისწინებს ვერტმფრენების პილოტების მომზადებას ავღანური ძალებისთვის.

თავდაცვის მინისტრის თქმით, áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველომ ასევე შესთავაზა ნატოს, რომ გამოიყენოს საქართველო სატრანზიტო ქვეყნად, როდესაც 2014 წლის ბოლოდან მოკავშირეები ავღანეთიდან ჯარების და ტექნიკის გაყვანას დაიწყებენ.

Civil.Ge © 2001-2024