საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ–თებერვალში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'13 / 14:52

„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  2013 წლის პირველ ორ თვეში 1.33 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2%–ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპორტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც იანვარ–თებერვალში 358.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ხოლო იმპორტი 2013 წლის პირველ ორ თვეში 8%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 975.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 616.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18%–ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მსუბუქი ავტომობილების და ნახშირწყალდების იმპორტი იანვარ–თებერვალში, შესაბამისად, 11.6%–ით, 23.5%–ით და 18.5%–ით შემცირდა.

ფეროშენადნობების და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 66.1%–ით და 94.2%–ით გაიზარდა შესაბამისად, ხოლო მსუბუქი მანქანების რეექსპორტი 2013 წლის პირველ ორ თვეში 34.1%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Civil.Ge © 2001-2024