დეპუტატები იუსტიციის საბჭოს შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'13 / 15:38

საერთო სასამართოების შესახებ კანონპროექტში ცვლილებების პროექტს პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით მომავალ კვირას მიიღებს - დარჩენილი დრო áƒ¥áƒáƒ áƒ—ულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის კონსულტაციებისთვის იქნება გამოყენებული, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ”ბიც შეეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ პროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ პარლამენტი საბოლოო მოსმენით კანონპროექტს ორშაბათის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავდა, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკითხის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე უარი განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის მანძილზე ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის კონსულტაციები გაიმართა, რომელშიც პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც მონაწილეობდნენ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქმისთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენ მესამე მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს მივიღებთ მომავალ კვირაში მაშინ, როდესაც მზად იქნება სათანადო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები გამომდინარეობს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის დებულებებიდან; კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტმა უნდა განსაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრის შერჩევის და დამტკიცების პროცედურები. საპარლამენტო უმცირესობას სურს, რომ თავისი გავლენა იქონიოს ამ კანდიდატების შერჩევის პროცესზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ თავად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტს მხარს უჭერენ, მაგრამ ჩვენ ვართ მზად პოლიტიკური ოპონენტების, ოპოზიციის მოსაზრებები კიდევ ერთხელ მოვისმინოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზად არის შემდგომი კონსულტაციები გამართოს, რათა კანონპროექტი პოლიტიკურ ძალებს შორის „კონსენსუსის“ შედეგი გახდეს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს. 

Civil.Ge © 2001-2024