ივანიშვილი PACE–ს სხდომაზე სიტყვით გამოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Mar.'13 / 18:32

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში 22 აპრილს იხსნება. 

PACE–ს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის თანახმად, საქართველოს პრემიერ–მინისტრის გამოსვლა 23 აპრილსაა დაგეგმილი. 

Civil.Ge © 2001-2024