თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'13 / 12:20

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ 27 მარტს საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს.

ვიზიტის პირველ დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას áƒ›áƒáƒ˜áƒ ფანჯიკიძეს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

28 მარტს თურქეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს მათი აზერბაიჯანელი კოლეგა შეუერთდება, რომლებიც 28 მარტს ბათუმში მეორე სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

პირველი ასეთი სამმხრივი შეხვედრა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2012 წლის ივნისში ტრაბზონში გაიმართა. ამ შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერას და ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს.

 

Civil.Ge © 2001-2024