საქართველოს რკინიგზას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'13 / 19:25

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე დანიშნა.

ბახტაძე, რომელსაც INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ს კვალიფიკაცია მიენიჭა, მანამდე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში მუშაობდა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ირაკლი ეზუგბაიამ 2012 წლის ოქტომბერში ეს თანამდებობა დატოვა.

Civil.Ge © 2001-2024