ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.5%-მდე ამცირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Mar.'13 / 11:28

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 4.5%–მდე შეამცირა იმ ფონზე, როდესაც წლიური ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი რჩება.

2013 წლის თებერვალში 2012 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -2,1% შეადგინა მას შემდეგ, რაც იანვარში 1.6%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.
 
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 27 მარტს, რომ წლიური ინფლაცია მიზნობრივ 6%–იან მაჩვენებელზე დაბალი დარჩება სულ ცოტა მომავალი წლის მეორე ნახევრამდე.

მისივე თქმით, „ქვეყანაში კვლავ დაბალი რჩება საკრედიტო აქტივობა, რაც სესხებზე დაბალი მოთხოვნით არის განპირობებული“.

 

Civil.Ge © 2001-2024