ქართული ოცნება იუსტიციის საბჭოს რეფორმის გეგმას კვლავ გადახედავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Mar.'13 / 19:21


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრება ჟურნალისტებს, 28 მარტი. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნება აპირებს კიდევ ერთხელ გადახედოს თავის შემოთავაზებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის თაობაზე, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რომლის თანახმადაც იუსტიციის საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი სულ ცოტა ორი–მესამედით აირჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ეს ინიციატივა ანტი–ჩიხურ ღონისძიებებსაც ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი დეპუტატების ორი–მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, რაც სულ ცოტა 100 ხმას შეადგენს. თუმცა, ანტი–ჩიხური ღონისძიებები არ შეეხება ორ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრიდან სულ ცოტა ორი აუცილებლად იქნება არჩეული ორი–მესამედის მხარდაჭერით, განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან 28 მარტს გააკეთა, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციებისა და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ.

თუმცა, ნაციონალური მოძრაობა კვლავ ეწინააღდეგება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებს იმ მოტივით, რომ ახალი შემოთავაზებები ვერ აგვარებს მის მთავარ შეშფოთებას, რომელიც იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას ეხება.

15–წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ორი კომპონენტისგან შედგება.

ერთია სასამართლო კომპონენტი – რვა მოსამართლე, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს.

ხოლო მეორე „საპარლამენტო კომპონენტად“ áƒ›áƒáƒ˜áƒ®áƒ¡áƒ”ნიება და გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ.

ერთი ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უკავია – ეს კონსტიტუციით არის გამყარებული და ამიტომაც, კანონპროექტი ამ წესის ცვლილებას არ ითვალისწინებს.

ამჟამად, ექვსი არამოსამართლე წევრიდან ორს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო დანარჩენი ოთხი დეპუტატია.

ვენეციის კომისია მიესალმა არსებული წესის დაგეგმილ ცვლილებას, თუმცა ისეთი მექანიზმის შემოღებისკენ მოუწოდა, სადაც ოპოზიციაც შეძლებდა გავლენის მოხდენას იმ ექვსი კანდიდატის დამტკიცებაზე, რომლებიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს. კერძოდ, კომისიამ შესთავაზა, რომ პარლამენტს საბჭოს წევრები ან ხმათა ორი–მესამედით, ან რაიმე პროპორციული მეთოდით აერჩია. თუმცა, ვენეციის კომისიამ ასევე ურჩია, რომ თუ პარლამენტი ორი–მესამედით არჩევის ვარიანტზე შეჩერდებოდა, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს მექანიზმი შესაძლო ჩიხური მდგომარეობის წინააღმდეგ.

თავდაპირველად, ქართული ოცნება და იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც კანონპროექტი მოამზადა, ორი–მესამედით არჩევის ვარიანტის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ იმ მოტივით, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოსტი, რომელსაც პარლამენტის მიერ დასამტკიცებლად ასეთი მაღალი კვორუმი სჭირდება.

მაგრამ 28 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება ორი–მესამედით არჩევის შემოთავაზებაზე თანახმაა.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლო ჩიხის და ასევე ისეთი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, სადაც ადგილები შესაძლოა ვაკანტური დარჩეს ხმების ორი–მესამედის მიუღებლობის გამო, ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ ასეთ შემთხვევაში გაიმართოს ხელმეორე კენჭისყრა, სადაც მხოლოდ 76 ხმა იქნება საკმარისი საბჭოს წევრობის კანდიტატის დასამტკიცებლად.

თუმცა, უსუფაშვილმა ასევე დასძინა, რომ ქართული ოცნების ინიციატივა არ გულისხმობს, რომ ეს ანტი–ჩიხური ღონისძიება გამოყენებულ იქნება ორ ადგილთან მიმართებაში – რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ადგილი ვაკანტური დარჩება მანამ, სანამ კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების ორ–მესამედს.

„ეს არის სრულ შესაბამისობაში უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან და რაც მთავარია, სრულ შესაბამისობაში საღ აზრთან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა კვლავ უარს აცხადებს კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რადგანაც საპარლამენტო უმცირესობას ასევე სურს, რომ შესწორებები შევიდეს საბჭოს დაკომპლექტების სასამართლო კომპონენტში. 

თუმცა, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს ქართული ოცნებისთვის მიუღებელია, რადგანაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების სასამართლო კომპონენტი, როგორც ამას პარლამენტის მიერ გასულ კვირას მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს, სასამართლო ხელისუფლებასთან, კერძოდ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან იქნა შეთანხმებული და ასევე შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს შემოთავაზებები სრულად არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა 28 მარტს, რომ ეწინააღმდეგება რა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კანონპროექტი ორის გარდა იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას ითვალისწინებს. ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზად არის ქართული ოცნების შემოთავაზება განიხილოს საბჭოს დაკომპლექტების საპარლამენტო კომპონენტთან დაკავშირებით.  

ვენეციის კომისიამ, რომელმაც განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმა საერთო ჯამში პროგრესს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის კუთხით, ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს საბჭოს სრული განახლება. თუმცა, კომისიამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია „დროებითი ზომების“ მიღება, რათა „არსებული საბჭო მისი დაკომპლექტების მომავალ მეთოდს დაუახლოვდეს“.

განახლებული პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, რამდენიმე ახალ დებულებას შეიცავს, რომელთაც კანონპროექტი მეტ შესაბამისობაში მოყავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ვიდრე ის ადრე იყო.

კერძოდ, კანონპროექტი შეიცავს დებულებებს, რომლის თანახმადაც რვიდან შვიდი მოსამართლე, რომლებიც ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან, დაკარგავენ თავიანთ ადგილებს იმ მოტივით, რომ მათი წევრობის ამჟამინდელი áƒ™áƒ áƒ˜áƒ¢áƒ”რიუმები არ აკმაყოფილებს დაგეგმილი ახალი წესებით გათვალისწინებულ áƒ›áƒáƒ—ხოვნებს – ეს შვიდი მოსამართლე ან სასამართლოების თავმჯდომარეები, ან მათი მოადგილეები არიან, ანდა საბჭოს წევრებად არჩეული იყვნენ áƒáƒ áƒ პირდაპირ მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ მისი ცხრაწევრიანი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.

განახლებული პროექტი ასევე საშუალებას აძლევს სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს იუსტიციის საბჭოს წევრობაზე იყარონ კენჭი, თუმცა არჩევის შემთხვევაში მათ თავიანთი პოსტების დატოვება მოუწევთ. განახლებული კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული თავიანთი პოსტების დატოვების გარეშე იმ პირობით, რომ ასეთი მოსამართლეების რაოდენობა საბჭოში სამს არ უნდა აღემატებოდეს.

Civil.Ge © 2001-2024