აშშ–ის დაფინანსებით საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი ჩამოყალიბდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Apr.'13 / 16:49

აშშ–ის დაფინანასებით გურიის რეგიონში 2 აპრილს საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრს ჩაეყარა áƒ¡áƒáƒ¤áƒ£áƒ«áƒ•áƒ”ლი.

საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი  „შავი ზღვის აუზში უნიკალური ობიექტია და მისი დანიშნულებაა უკანონო ტრეფიკინგსა და დანაშაულთან ბრძოლა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზით“, განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ ცენტრის დასაფინანსებლად, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, 1.2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. „საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებას გააუმჯობესებს“, აცხადებს საელჩო.

აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელთაც საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრს ჩაუყარეს საფუძველი, იმავე დღეს, ფოთში, სანაპირო დაცვის გემების სარემონტო სახელოსნო გახსნეს.

აღნიშნული ობიექტი ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების ოფისმა 6 მილიონი დოლარით დააფინანსა და მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.

Civil.Ge © 2001-2024