2.1%-იანი წლიური დეფლაცია მარტში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Apr.'13 / 14:16


წლიური ინფლაცია 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე. áƒ¬áƒ§áƒáƒ áƒ: საქსტატი

საქართველოში წლიური ინფლაციის დონე კვლავ ნულს ქვემოთ დარჩა და -2.1% შეადგინა მარტში, იტყობინება საქსტატი.

მარტში დეფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.1% იყო.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მარტში ფასები 3.1%-ით, ხოლო საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფზე 8.2%-ით შემცირდა. ტრანსპორტზე ფასებმა მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%–ით იკლო.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მარტში ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასები 3.3%–ით, ხოლო სასტუმროებსა და რესტორნებში 2%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

Civil.Ge © 2001-2024