პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს შესახებ ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'13 / 18:51

პარლამენტმა 4 აპრილს 81 ხმით 16-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში გადამუშავებული ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს áƒ“აკომპლექტების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

მარტში ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ერთხელ უკვე ეყარა კენჭი მეორე მოსმენით, თუმცა მას შემდეგ პროექტი კიდევ ერთხელ გადაიხედა, რათა უფრო მეტად მოსულიყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ამის გამო მესამე მოსმენის ეტაპიდან ის კვლავ მეორე მოსმენით განხილვის პროცედურაზე დაბრუნდა. ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა რეფორმის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მხარდაჭერაზე იმ მოტივით, რომ კანონპროექტი სრულად არ შეესაბამებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

Civil.Ge © 2001-2024