მთავრობა მინერალური წყლის მოპოვებაზე მოსაკრებლის გასამმაგებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'13 / 20:32

კომპანიამ "IDS ბორჯომი" განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც მინერალური წყლის „ბორჯომის“ მოპოვებაზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდას ითვალისწინებს, უარყოფითად აისახება მის კონკურენტუნარიანობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 4 აპრილს, რომ მთავრობას მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მოსაკრებლის გადახედვა.

მისი თქმით, ინიციატივის თანახმად, რომელსც ამჟამად მთავრობა განიხილავს, ბორჯომის მოპოვებაზე მოსაკრებელი არსებული 10 ლარიდან ერთ კუბურ მეტრზე 30 ლარამდე გაიზრდება.

მოსაკრებლის ზრდა სხვა მინერალურ წყლებსაც შეეხება.

ამჟამად მინერალური წყლების „ნაბეღლავი“ და „საირმე“ მოპოვების მოსაკრებელი ერთ კუბურ მეტრზე 6 ლარს შეადგენს.

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ áƒ›áƒ¢áƒ™áƒœáƒáƒ áƒ˜ წყლის მოპოვებაზე მოსაკრებელი გაორმაგდება.

ამჟამად, ჩამოსხმის მიზნით áƒ›áƒ¢áƒ™áƒœáƒáƒ áƒ˜ წყლის მოპოვებაზე მოსაკრებელი 4 ლარს შეადგენს კუბურ მეტრზე. 

კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველო", რომელიც IDS Borjomi Beverages–ის ადგილობრივი ფილიალია, განაცხადა 4 აპრილს, რომ  მოსაკრებლის გაძვირება უარყოფითად აისახება IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი მინერალური წყლის „ბორჯომის“ კონკურენტუნარიანობაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინისა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე.

„წლების მანძილზე კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე „ბორჯომის“ ბრენდის განვითარებისათვის დიდი ძალისხმევა დახარჯა და ათეულობით მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ვწუხვართ, დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს „ბორჯომის“ დღევანდელ პოზიციებს საექსპორტო ბაზრებზე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მისი მომავალი განვითარების პერსპექტივებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024