პარლამენტმა ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Apr.'13 / 18:42

პარლამენტმა 5 აპრილს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც ართმევს ბრალდებულს უფლებას თავად აირჩიოს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ თუ მოსამართლემ.

ცვლილებების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმე იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ბრალდებულისა და პროკურატურის მხარეები ამაზე შეთანხმდებიან.

ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიერ ინიცირებული ამ კანონპროეტის მიღებას იმ მოტივით, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას მიეკუთვნება, ჩამოერთმევათ არჩევანის თავისუფლება. უმცირესობიდან დეპუტატების განცხადებით, ამგვარი მიდგომა აჩენს ალბათობას, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არაობიექტური ვერდიქტები გამოიტანონ ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებზე, ვინაიდან შესაძლოა ისინი უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ეს ცვლილება არ გავრცელდება იმ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ, რომლებზეც სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. ახალაიამ უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, რასაც პროკურატურა ითხოვდა. თუმცა ეს შეიძლება შეეხოს სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომელთა შორისაა ასევე თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც წინასასამართლო მოსმენის სტადიაზეა - სწორედ სასამართლოს áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ›áƒ–ადებელ ეტაპზე მიიღება გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა  არჩევის ან უარის თქმის შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს.

 

Civil.Ge © 2001-2024