სააკაშვილი თურქეთს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Apr.'13 / 16:40

პრეზიდენტი სააკაშვილი 6 აპრილს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთს სტუმრობს, იტყობინება მისი ადმინისტრაცია.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს; áƒ“აგეგმლია ასევე მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტთან áƒáƒ‘დულა გიულთან.  

2 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ანკარასთან დაგეგმილი შეთანხმების ზოგიერთ დეტალზე მასსა და საქართველოს მთავრობას შორის სადაო საკითხების გარკვევას შეეცდება.

 

Civil.Ge © 2001-2024