ნატოს ევროპული სარდლობის მეთაური საქართველოს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Apr.'13 / 17:30

ნატო-ს ევროპული სარდლობის მეთაური, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი საქართველოს სტუმრობს.

10 აპრილს áƒ˜áƒ’ი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. 

"მოხარული ვარ, რომ გვაქვს პროდუქტიული თანამშრომლობა და იდგმება კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე, მისი პრესსამსახურის ცნობით.  

სტავრიდისი დღესვე სტუმრობდა ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისს, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთში განთავსებისთვის მომზადებას გადიან.

ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე 19 მარტს, რომ საქართველო „ნატოსთვის  შესანიშნავი პარტნიორია“. მან ხაზი გაუსვა, რომ „დღეს საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით“ და ნატოს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ISAF–ის მისიაში წვლილი შეაქვს.

„ამრიგად, ისინი მთლიანად ჩვენთან არიან ბრძოლაში“, – განაცხადა ადმირალმა სტავრიდისმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ–ის მხარდაჭერამ ქართული სამხედროების მიმართ „ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს შესაძლებლობები“.

„საერთო ჯამში, ისინი სწორი მიმართულებით მიდიან და ნამდვილად დიდი წვლილი შეაქვთ ნატოს მისიაში, რაც კარგადაა ცნობილი [ნატოს] წევრი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მან მარტში.

Civil.Ge © 2001-2025