ივანიშვილი აგვისტოს ომის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Apr.'13 / 20:38

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი კვლავ „ბურუსითაა მოცული“ და ის გამოძიებული უნდა იქნას, რაც, მისი თქმით, საქართველოს ვალდებულებაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

„მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს, მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში“, – განაცხადა მან 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც უნდა დაიკითხოს ამ პროცესში, თუ ეს საჭირო იქნება.

„სასამართლოს წესით პრეზიდენტის დაკითხვა ეს კულტურული ფორმაა... თუ ამის საჭიროება იქნება, პრეზიდენტი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაძაბულობა და სროლები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 2008 წლის ომამდე არ იყო იმდენად სერიოზული, რომ ქართული ძალების ფართომასშტაბიანი ჩართვა გამხდარიყო საჭირო.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს დააზიანებს საქართველოს იმიჯს, არ დააზიანებს წინა ხელისუფლების იმიჯს და არც პრეზიდენტის იმიჯს – სიმართლით უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ... ჩვენ უნდა გავიგოთ კარგად, რა მოხდა“, – დასძინა მან.  

მოგვიანებით იმავე პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ომის გამოძიება საქართველოს ვალდებულებაა, ვინაიდან ის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩამოყალიბდა.

მისი თქმით, ეს არა ახალი მთავრობის კაპრიზი, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.

ივანიშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სთხოვეს კომენტარი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომელმაც 8 აპრილს აღნიშნა, რომ პროკურატურა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ იმ ბრალდებებს გამოიძიებს, რომლებიც განსახილველად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშია წარდგენილი, რათა ეს ბრალდებები საერთაშორისო ტრიბუნალის განსჯადი არ გახდეს.

„ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ უნდა მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა, რომელსაც მხედველობაში რომის სტატუტი ჰქონდა. 

მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიების პროცესი შესაძლოა მოიცავდეს „არა მხოლოდ ამჟამინდელი პრეზიდენტის დაკითხვას, რომელიც დაკითხვის პერიოდში შეიძლება აღარ იყოს პრეზიდენტი, არამედ ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის“.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუტის საფუძველზე áƒ¨áƒ”იქმნა და მას შეუძლია გაასამართლოს ცალკეული პირები გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის. თუმცა, სასამართლო არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქმეს შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლება იძიებს და თუ სამართალწარმოება უბრალო ფორმალობას არ წარმოადგენს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა სიტუაციის „წინასწარი მოკვლევის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

„წინასწარი მოკვლევა“ არის ეტაპი, რომლის დროსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აფასებს უნდა დაიწყოს თუ არა მან საკუთარი გამოძიება; ამავე ეტაპზე ის ასევე აფასებს მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა თუ არა ჩადენილიყო ის დანაშაულები, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ექცევა და აწარმოებს თუ არა შესაბამისი ხელისუფლება რეალურ გამოძიებას. 

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ჯერ კიდევ წინასწარი მოკვლევის ეტაპზე იმყოფება; áƒ”ს გულისხმობს რომ პროკურორის ოფისი კავშირშია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებთან, რათა თვალყური ადევნოს მათ მიერ ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პროცესს; პროკურორის ოფისს ასევე კონტაქტები აქვს რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაგანაც ზოგიერთი ასევე ახდენს მიმდინარე გამოძიების áƒ›áƒáƒœáƒ˜áƒ¢áƒáƒ áƒ˜áƒœáƒ’ს áƒ”როვნულ დონეზე.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებები მოიცავს საქართველოს მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას; ქართული ძალების მიერ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმას; მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს როგორც ქართული, ისე რუსული ძალების მიერ; ქონების განადგურებას; აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ ეთნიკურად ქართულ სოფლებში ძარცვას; წამებას და ცუდი მოპყრობის სხვა ფორმებს.

2012 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ“, რომ წამებას, ქონების განადგურებას, ძარცვას, მოსახლეობის დეპორტაციას ან ძალისმიერ გადაადგილებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ áƒ™áƒáƒœáƒ¤áƒšáƒ˜áƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ¡ მხარეების სხვა შესაძლო ქმედებების შემდგომმა შეფასებამ, მათ შორის áƒ˜áƒ› ბრალდებაზე áƒ áƒáƒ› მოხდა განზრახ შეტევა რუს სამშვიდობოებზე, რაიმე კონკრეტული შედეგი áƒ¯áƒ”რ ვერ გამოიღო. იქვე აღნიშნულია რომ áƒ”ს áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ¡áƒ¬áƒáƒ áƒ˜ შეფასება შესაძლოა გადაიხედოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ფაქტები და მტკიცებულებები გაჩნდება.

„ამ ეტაპზე საქართველოც და რუსეთიც áƒ¨áƒ”იარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების შესაბამის გამოძიებებს, როგორც ჩანს, áƒáƒ¬áƒáƒ áƒ›áƒáƒ”ბენ ეროვნულ დონეზე. თუმცა, მოვლენათა ოთხი წლის თავზე არცერთ გამოძიებას ჯერ შედეგი არ გამოუღია“, – ნათქვამია 2012 წლის ნოემბრის ანგარიშში.

2011 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ მოხსენება გაუგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, სადაც ის ადასტურებდა რომ აცნობიერებს áƒ¡áƒáƒ”რთაშორისო ვალდებულებას გამოიძიოს შესაძლო მძიმე დანაშაულები და ძალისხმევას არ იშურებს ამ ვალდებულებების შესასრულებლად. 

თავის 2012 წლის ნოემბრის ანგარიშში პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის წარუმატებლობა თავიანთ გამოძიებებში შედეგების მიღების კუთხით, კითხვებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მხარეები რეალურ გამოძიებას არც აწარმოებენ.

ქართული მხარე გამოძიების ხელის შემშლელ ორ ძირითად áƒ¤áƒáƒ¥áƒ¢áƒáƒ áƒ¡ ასახელებდა: დანაშაულის ადგილზე მისვლის შესაძლებლობის არ ქონა და რუსეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობა. რუსეთი, თავის მხრივ, შემაფერხებელ ფაქტორად საქართველოს მხრიდან თანამშრომლობის áƒœáƒáƒ™áƒšáƒ”ბობას იმიზეზებდა.

Civil.Ge © 2001-2024