საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს თანამდებობაზე აღადგენენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Apr.'13 / 16:01

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მარტის დასაწყისში გაათავისუფლა თანამდებობიდან, სასამართლოში საქმე მოიგო, სადაც áƒ˜áƒ¡ აცხადებდა, რომ უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.

15 აპრილის გადაწყვეტილებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სამეურვეო საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბარათაშვილი თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული და მისი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე დაეკისრა ბარათაშვილისთვის დღიდან გათავისუფლებისა სასამართლოს გადაწყვტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის áƒáƒœáƒáƒ–ღაურება ყოველთვიურად 5500 ლარის ოდენობით.

მთავარი არგუმენტი, რომელიც სარჩელში საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების გასამყარებლად იყო მოყვანილი, არის ის, რომ გადაწყვეტილებას ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე საბჭომ საჭირო კვორუმის გარეშე უყარა კენჭი. 

ჯერ-ჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, რისი გაკეთებაც მომდევნო ორ კვირაშია შესაძლებელი.

საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილებას ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე რამდენიმე დღით უსწრებდა ბარათაშვილის მიერ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის  თანამდებობიდან გათავისუფლება. ბერძენიშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბარათაშვილი მისგან მთავრობის სასარგებლოდ მოითხოვდა ახალი ამბების გაშუქებას. ბარათაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბერძენიშვილი თანამდებობიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გაუშვა, თუმცა სანაცვლოდ მას დირექტორის მრჩევლად ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ 1 აპრილს ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა.

სამეურვეო საბჭომ მიანიშნა, რომ მას ბარათაშვილი იმის გამო არ გაუთავისუფლებია, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი დაითხოვა – საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებში ჩაერიოს; საბჭომ უპასუხისმგებლო უწოდა „კრიზისული ვითარების შექმნას“, იმ პირობებში, როდესაც „მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა“.

Civil.Ge © 2001-2025