ივანიშვილი ლაფანყურის ოპერაციის გამოძიების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Apr.'13 / 15:01

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  ლაფანყურის სპეცოპერაციაზე მიმდინარე გამოძიების შედეგები შესაძლოა „შოკის მომგვრელი“ იყოს.

2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას ქართული სპეცსამსახურების 3 წარმომადგენელი და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი ემსხვერპლა. ამ ფაქტზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში ყოფილი ხელისუფლების ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითა და განაცხადა, რომ ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შსს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა.

ლაფანყურის ოპერაციის გამოძიების შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუსთვის „პოზიცია“ მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა განცხადება. კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ მხოლოდ რიტორიკის და ტონალობის შერბილებაზე არაა ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებული, არამედ საუბარია მათ შორის ისეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორიცაა სოჭის ოლიმპიადის მიმართ „ჩვენი მხარდაჭერა“ და ლაფანყურის მოვლენების ირგვლივ მიმდინარე გამოძიება.

„მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ სატრანზიტოდ იყო გამოყენებული საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიის ბოევიკებისთვის თუ სხვა შემოსული ბოევიკებისთვის და ესეც ჩვენ მაქსიმალურად ჩავხურეთ და მე მგონი, ეს აღარ განმეორდება“, - განაცხადა მან.

როდესაც 26 აპრილს გასული ინტერვიუს დროს გადაცემის წამყვანმა ნინო შუბლაძემ, მოიყვანა რა áƒ¡áƒáƒ®áƒáƒšáƒ®áƒ დამცველის ანგარიში, ჰკითხა მას: „ფიქრობთ, რომ შესაძლოა მართლა იქამდე მივიდეს გამოძიება, რომ აღმოჩნდეს, რომ საქართველოში ფაქტიურად ტერორისტები გადიოდნენ რაიმე სახის მომზადებას?“, ივანიშვილმა უპასუხა: „მე მგონი, რომ შესაძლოა“.  

„ომბუდსმენის ეჭვები მე შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, ობუდსმენის გამონათქვამები მე შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად“, - განაგრძო მან, „დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიება დაწყებულია“.

„რა თქმა უნდა, მეც დიდი ეჭვი მაქვს იმ საკითხებზე, რაც გამოითქვა ომბუდსმენის მიერ, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალობაში, მაგრამ თავს შევიკავებ. ალბათ უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ. ძალიან ბევრ, მე მგონი, შოკის მომგვრელსაც კი, რომ ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა  - ამაზე ეჭვებია - იგივე ბოევიკებთან და ტერორისტებთან და ეს შოკის მომგვრელი იქნება, ჩემთვის პირადად, თუ ეს დადასტურდა... და მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

„ქვეყნის იმიჯსაც ეს დააზარალებს ალბათ", - განაცხადა მან და იქვე დააზუსტა, რომ "დააზარალებს ქვეყნის იმიჯს იმ შემთხვევაში, თუ ამას სხვა გამოიძიებს და სხვა ქვეყნები დაადასტურებენ, მაგრამ თუ ამას ახალი ხელისუფლება იზამს და თანაც აჩვენებს, რომ უარს ამბობს მსგავს ქმედებებზე და მკვეთრად გავემიჯნებით ჩვენ ამის მსგავსს, ეს პირიქით მოუმატებს სახელმწიფოს áƒ“ა პირიქით საქართველოს იმიჯად ჩაეთვლება, მე ასე ვთვლი“.      

სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ბრალდება, რომ ყოფილი ხელისუფლება ჩეჩენ მებრძოლებს წვრთნიდა „იდიოტურია“ და მიზნად ისახავს საქართველოს წარმოჩენას ტერორისტულ სახელმწიფოდ, რაც, მისი თქმით, რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს გააკეთა [ნიკოლაი] პატრუშევმა [რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა] და არა ერთგზის“, – განაცხადა მერაბიშვილმა 1 აპრილს, „ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მე მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც ახმოვანებენ რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას“.

15 აპრილს  Facebook–ის მეშვეობით áƒ¨áƒ¡áƒ¡-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში, ვანო მერაბიშვილს ყოფილი ხელქვეითი სხვა ბრალდებებთან ერთად, ლაფანყურის „ავანტიურის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამის „მტკიცებულებები“ გააჩნია. დათა ახალაიას, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვა და ამაჟამად ინტერპოლის მიერ იძებნება, ახალმა ხელისუფლებამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების და წამების საქმეზე ბრალი წაუყენა.

როდესაც დათა ახალაიასა და გამოძიებას შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ჰკითხეს მისთვის გარკვეული შეღავათების გაწევის სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „თუ ქცევები იქნება ისეთი, ვინც არ უნდა იყოს -  áƒáƒ®áƒáƒšáƒáƒ˜áƒ იქნება, თუ სხვა იქნება -  áƒ áƒáƒ› საზოგადოებამ ნახოს, რომ მათ შეეშალათ და თავისი ქმედებით ცდილობენ აუნაზღაურონ ის დანაკლისი საზოგადოებას, რაც მათ მიაყენეს“, მაშინ ის მიესალმება ასეთ თანამშრომლობას.

„ყველამ უნდა მოახერხოს, რომ წარსულის მათი შეცდომების საფასურად, რამე გააკეთოს საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს პატიება - საზოგადოება იქნება ძირითადი ფილტრი“, - განაცხადა მან.

 

 

Civil.Ge © 2001-2024