პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 May.'13 / 15:55

დეპუტატებმა 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელზე მსჯელობაც პარლამენტში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების ავტორობით შეიქმნა, ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას,  სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის დაკანონებას და ტელევიზიების მეტი ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას.

კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოს შეცვლას და მისი ახლებური წესით დაკომპლექტებას 2014 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს.

ახალი წესების თანახმად პრეზიდენტი გამოეთიშება სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესს, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ¡ ფარგლებშიც áƒ›áƒáƒ¡ ამჟამად კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა გააჩნია.

არსებული 15-წევრიანი საბჭო 9 წევრამდე შემცირდება, საიდანაც 2 მეურვეს სახალხო დამცველი წარადგენს,  სამ მეურვეს - საპარლამენტო უმრავლესობა, სამს - პარლამენტის დარჩენილ წევრთა ერთ მეოთხედზე მეტი, ხოლო ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. კანდიდატებს  ღია კონკურსის წესით, პარლამენტში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნილი კომისია შეარჩევს და მათ პარლამენტი დაამტკიცებს ექვსი წლის ვადით.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, პარლამენტს სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება  სიითი შემადგენლობის 3/5-ის ანუ სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერით შეეძლება.

ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფი აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელზე გადავა და მას ფინანსური და სამართლებრივი ბმა ექნება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ცვლილებების თანახმად, 15%-ს მიიღებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის áƒ¬áƒšáƒ˜áƒ£áƒ áƒ˜ დაფინანსებიდან. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება არ უნდა იყოს წინა წლის მთლიანის შიდა პროდუქტის 0.14%-ზე ნაკლები, ამჟამად განსაზღვრული 0.12%-ის ნაცვლად.

ფინანსური გამჭირვალობის კუთხით, საკანონმდებლო ცვლილებები áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ§áƒ”ბლობის ლიცენზიის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწესებს ვალდებულებას შეავსონ და გაასაჯაროონ ქონებრივი დეკლარაციები; განახორციელონ აუდიტები და გამოაქვეყნონ მათი შედეგები; ამასთან, მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება ყოველწლიურად, 1 მაისამდე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიაწოდონ და თავის ვებ-გვერდზე ატვირთონ ინფორმაცია გასული წლის აქტივებისა და პასივების, ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებელს უჩნდება ვალდებულება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას  ყოველკვარტალურად წარუდგინოს დეტალური ანგარიში დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის სარეკლამო შემოსავლების, მფლობელთა მიერ განხორციელებული შემოწირულობებისა და მაუწყებლისათვის გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურებების შესახებ, რაც ასევე უნდა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს სავალდებულო ტრანტიზის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის წესების დაკანონებას. ამჟამად ეს წესები მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია სავალდებულო შესასრულებელი.

31 მაისს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის სხდომაზე გაიმეორეს თავისი პოზიცია, რომ უკიდურესად უარყოფითად აფასებენ მიღებულ ცვლილებებს. 

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა გააპროტესტა ის ფაქტიც, რომ მმართველმა კოალიციამ კანონპროექტი მეორე მოსმენით 29 მაისს განიხილა მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მისი გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გამო პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. მისი თქმით, ამის გამო ოპოზიციას არ მიეცა შესაძლებლობა თავად წარედგინა საკუთარი ალტერნატიული წინადადებები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის დაუშვებლობის შესახებ.

ამ პრეტენზიის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატების დაუსწრებლობის გამო პარლამენტი ვერ შეწყვეტდა მუშაობას. „ბოიკოტი ვერ გახდება რაიმე კანონპროექტის განხილვის დამაბრკოლებელი მექანიზმი“, - განაცხადა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024