საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Jul.'13 / 18:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ 1 ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის.

საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში.  

შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას  - თუ 2010 წელს ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 21 300 იყო, 2012 წელს áƒáƒ› მონაცემმა 89 600-ს გადააჭარბა.

2013 წლის 1 ივლისიდან ირანის მოქალაქეებს ქართული ვიზების აღება მოუწევთ, თუმცა ირანს ჯერ არ გაუუქმებია უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.  

Civil.Ge © 2001-2024