პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jul.'13 / 16:39

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 12 ივლისს ბათუმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს შეხვდა და სასამართლო ხელისუფლებას მთავრობისაგან დამოუკიდებლობას და „მაქსიმალური კონფორტის“ შექმნას დაპირდა.

პირველი ასეთი შეხვედრა მარტში მანამდე შედგა, áƒ•áƒ˜áƒ“რე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა განხორციელდებოდა. დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა განახლებული იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული მდივანი ლევან მურუსიძე.

„ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება, რომ áƒ¡áƒáƒ¡áƒáƒ›áƒ áƒ—ლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და საქართველოში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, რაც წლების განმავლობაში აკლდა ჩვენს ქვეყანას“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ კომენტარებში.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა შეეცდეება „მაქსიმალური კომფორტი“ შეუქმნას სასამართლო კორპუსს, მათ შორის ხელფასების გაზრდის და სოციალურ-მატერიალური პირობების გაუმჯობესების გზით, რათა მან თავი იგრძნოს „დაცულად და დამოუკიდებლად“.

„ყველა მოსამართლემ უნდა იგრძნოს, რომ დღევანდელ მთავრობას, თუ გნებავთ, პოლიტიკურ ლიდერსაც, რომელსაც მე წარმოვადგენ დღეს, გვაქვს ეს განცდა, რომ სასამართლო და ყველა მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიესალმა პრემიერ-მინისტრის არაერთხელ მიცემულ „გარანტიას“, რომ  „არავითარი ზეწოლა არ მოხდება არანაირად სასამართლოზე“. 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის და მეორე მხრივ, უკვე  თავად მოსამართლეები უნდა დადგნენ იმ სიმაღლეზე, რომ ვერასდროს მათი დამოუკიდებლობა შემდეგ ვერავინ ვეღარ შებღალოს და ვეღარ  ჩაერიოს მათ საქმიანობაში. ამ მიზანს ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა, რომელმაც ასევე გაუსვა ხაზი სასამართლოს მეტი დაფინანსებით უზრუნველყოფის საჭიროებას.

მისი და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ეძღვნება.

 

Civil.Ge © 2001-2024