სააკაშვილი მავთულხლართების გავლებაზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Sep.'13 / 14:34

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ორშაბათს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე მავრთულხლართების გაბმის შედეგად საქართველომ იმაზე მეტი სასოფლო–სამეურნეო მიწები დაკარგა, ვიდრე თამარაშენსა და ქურთაში - სოფლებში, რომლებიც áƒ—ბილისმა áƒ¡áƒ®áƒ•áƒ სოფლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგა. 

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო–სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთასა და თამარაშენში, ოღონდ იმ პირობებში, როცა ამის შესახებ პრაქტიკულად ვერავინ ვერ გაიგო და რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო კომენტარში ნიუ–იორკიდან, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსი სამხედროების მიერ ღობეების აღმართვის პროცესმა და ამ áƒ®áƒáƒ–ის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევამ აჩვენა, რომ áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ–რება იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა áƒ›áƒ˜áƒ¡ áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ— პრეზიდენტ პუტინის პირადი სიძულვილის შედეგია, მცდარი აღმოჩნდა.

„ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას საქართველოს სუვერენულ საზღვრებზე მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა მან, „ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მთავრობამ და მეც უნდა გამოვიჩინოთ ერთიანობა, სიმტკიცე ... და ვიბრძოლოთ საქართველოს ინტერესებისთვის“.

მან ასევე განაცხადა, რომ მაშინ როცა საქართველოს პრემიერ–მინისტრი „არ ყოფილა მიწვეული არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში“, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მოსკოვს სტუმრობდა. პროკურატურის განცხადებით, კბილაშვილმა 8–12 სექტემბერს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოსკოვში áƒ’აიმართა.

„ბევრი სხვა გაუგებარი რევერანსი გაკეთდა [რუსეთის წინაშე], ეს არის სისუსტის გამოსხივება“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთთან „წაწოლის“ დრო არ არის და ეს კონტრპროდუქტიული იქნება.

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებულმა რუსმა სამხედროებმა სოფელ დვანის მახლობლად მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვა მიმდინარე კვირას განაახლეს. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ჩივის, რომ მათი სავარგულები ღობეებს მიღმა რჩება. სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება უარყოფს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევას აქვს ადგილი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში და აცხადებს, რომ „სახელმწიფო საზღვარი“ საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისადაა მონიშნული.

ეს საკითხი პრეზიდენტობის áƒ–ოგიერთი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ნაწილიც გახდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 23 სექტემბერს დვანში ჩავიდა და განუცხადა ადგილობრივებს, რომ არჩევის შემთხვევაში იგი შეწყვეტს საზღვრის მონიშვნის რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ როდესაც ის ხედავს, რომ საზღვრები იცვლება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან არანაირ ქმედებას არ აქვს ადგილი ამის შესაჩერებლად, მას ისეთი შეგრძნება უჩნდება, რომ თითქოს ქვეყანას ხელისუფლება საერთოდ არ ჰყავს.

პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი შეაჩეროს ეს „მცოცავი ანექსია“. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთთან რიტორიკის შემსუბუქება არ მუშაობს.      

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო პროვოკაციებზე არ წამოეგება. მისი თქმით, რუსეთი მავთულხლართებს და კედლებს აგებდა ევროპაში და ალბათ მიაჩნდა, რომ ეს სწორი პოლიტიკა იყო, მაგრამ ბერლინის კედლის მსგავსად, საქართველოში გაბმულ მავრთულხლართებს მომავალი არ აქვთ. 

 

Civil.Ge © 2001-2024