საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მშპ–ს ზრდამ აგვისტოში 1.1% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Sep.'13 / 19:36

„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1.1% შეადგინა მას შემდეგ, რაც ივლისში 0.8%–იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის áƒ—ვესთან შედარებით. 

წლის პირველი რვა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1.6% შეადგინა, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით.  

დეპუტატები 1 ოქტომბრის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის თხოვნით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის შესახებ დებატებს გეგმავენ.

Civil.Ge © 2001-2025