ახალაიას წინასწარი პატიმრობა გირგვლიანის საქმეზეც შეეფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Oct.'13 / 09:23

ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, რომელიც უკვე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და ორ დამოუკიდებელ საქმეზე ელოდება განაჩენებს, კვლავ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მას პარასკევს წაეყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შაბათს დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბაჩო ახალაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, ახალაიას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება,  რაც გამოიხატა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ის ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნაში. მაშინ ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და პროკურატურის თქმით, ამ პირებს „უკანონო“ შეღავათები და განსაკუთრებული პირობები მისი ბრძანებით დაუწესდა. პროკურატურის განცხადებით, ამგვარ პირობებს მსჯავრდებულებს ბაჩო ახალაიას ძმა, შსს-ის მაშინდელი კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია დაპირდა.

ახალაია უარყოფს ამ ბრალდებებს, ისევე როგორც ყველა სხვა ბრალდებას მის წინააღმდეგ და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ახალაიას მიმართ სამ სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე გაიმართა სასამართლო პროცესები.

ერთ საქმეზე იგი 1 აგვისტოს უდანაშაულოდ ცნეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და წამებას ეხებოდა სამ ცალკეულ ეპიზოდში.

მართალია იგი გაამართლეს, მაგრამ ის კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება, ვინაიდან დანარჩენ ორ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოცხდებულა. 

სასამართლო მოსმენები ამ ორ საქმეზე áƒ£áƒ™áƒ•áƒ” áƒ“ასრულებულია, თუმცა ორივე საქმეზე მოსამართლეს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია – ერთ–ერთ საქმეზე განაჩენს მოსამართლე 28 ოქტომბერს გამოიტანს; ხოლო მეორესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადების áƒ—არიღი ჯერ დადგენილი არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ახალაიასთვის წინასწარი პატიმრობის დამატების თაობაზე ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით იმას ნიშნავს, რომ იგი მაინც პატიმრობაში დარჩება მიუხედავად იმისა, გაამართლებს, თუ არა მას სასამართლო წინა ორ საქმეზე.

Civil.Ge © 2001-2024