![]() |
|||
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთის მიმართ „კეთილმეზობლურ“ პოლიტიკას გაატარებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არსებული ინფორმაციის თანახმად „არჩევნებმა ჩაიარა თავისუფლად, სამართლიანად, არავინ მის შედეგებს არ აპროტესტებს“. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც უბნების 99%-ის შედეგებს ეყრდნობა, 27 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 62.12%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა; მას 21.72%-ით სამჯერ ჩამორჩება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და ექვსჯერ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ამომრჩეველთა 10.18%-მა დაუჭირა მხარი. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025