ივანიშვილი: ახალი პრემიერი სავარაუდოდ შაბათს დასახელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Oct.'13 / 15:43

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 20 ნოემბრის შემდეგ გადადგომას აპირებს, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სავარაუდოდ შაბათს დაასახელებს მას შემდეგ, რაც პარასკევს საღამოს áƒ“ეპუტატებთან კონსულტაციებს გამართავს.

„არ გამოვრიცხოთ იქ, რომ ჩემი ვარიანტი არ გავიდეს და სხვა ვარიანტი იყოს წამოყენებული... თუმცა ამის ალბათობა არის ძალიან დაბალი, რამეთუ სასწაულს ვერავინ ვერ მოვიფიქრებდით. გათვლილი, დასაბუთებული და კარგი კანდიდატი გვყავს შერჩეული“, - განაცხადა მან 28 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე.

ივანიშვილმა ადრე განაცხადა, რომ პრემიერს საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2-3 დღეში დაასახელა, თუმცა ამ ვადამ, მისი თქმით, გადაიწია შაბათისთვის.

„კარგი პრემიერი იქნება აბსოლუტურად გასაგები თქვენთვის და მისაღები პიროვნება, იქნება ძალიან ეფექტური კაცი და ყველა თვისება ექნება მასაც, რომ წარმატებული პრემიერი იყოს. რამდენად გავლენა ექნება და როგორი გავლენა ექნება? კარგი პრემიერი იქნება და დანარჩენს დრო აჩვენებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გავრცელებული ვარაუდებით, პრემიერობის პოტენციურ კანდიდატებად განიხილებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და áƒ¨áƒ˜áƒœáƒáƒ’ან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ივანიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მომვალი პრემიერი მისი კაბინეტის მოქმედი წევრი იქნება.

ორშაბათს ერთობლივ პრესკონფერენციაზე მის გვერდის მჯდომმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩეული პრეზიდენტია, ნახევრად ხუმრობით მიმართა ჟურნალისტებს, რომ მათ ის დეტალი მაინც გაიგეს, რომ მომავალი პრემიერი „კაცი“ იქნება.

პრესკონფერენციის გახსნით სიტყვაში ივანიშვილმა მარგველაშვილი კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ საქართველომ „გენიალური“ პრეზიდენტი აირჩია „კულტურული“,  „უნიკალური“ და „ევროპული“ არჩევნების შედეგად.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა ამომრჩეველს მადლობა, თუმცა დასძინა, რომ უკეთესი იქნებოდა აქტივობა უფრო მაღალი ყოფილიყო.

მისი თქმით, 46%-იანი აქტივობის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა 21% მიიღო. „ეს ჩემთვისაც იყო სიურპრიზი“, განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს “გაუგებარი მხარდაჭერა“ არის „პოლიტიკური კულტურის“ ნაკლებობის შედეგი.   


 

Civil.Ge © 2001-2024