რუსეთის პატრიარქმა მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Oct.'13 / 13:14

რუსეთის პატრიარქმა კირილმა გიორგი მარგველაშვილს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მოღვაწეობა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს გახსნის, ერების, რომლებსაც ერთიანი რწმენა და საერთო სულიერ-მორალური და კულტურული ღირებულებები აკავშირებთ“, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მარგველაშვილის გამარჯვება წარმოადგენს მისი და მისი პროგრამის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის დადასტურებას.

„ვვარაუდობ, რომ თქვენი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატებით განახორციელოთ დაკისრებული მრავალი ვალდებულებები, ნაყოფიერად იღვაწოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია წერილში.

 

Civil.Ge © 2001-2024