სასამართლომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის საქმეზე ახალაია გაამართლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Oct.'13 / 13:03


ბაჩო ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, 31 ოქტომბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ყოფილ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას იმ საქმეზე, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მოიცავს.

სასამართლომ 31 ოქტომბერს ასევე  გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა იმავე საქმეზე დანარჩენ შვიდ ბრალდებულს. 

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ 2012 წლის აგვისტოში, ახალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

ახალაია და დანარჩენი შვიდი ბრალდებული უარყოფდნენ ბრალდებებს და აცხადებდნენ, რომ áƒžáƒ áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ¢áƒ£áƒ áƒ შეეცადა, რომ ჯარისკაცების სამხედრო წვრთნა არაჰუმანურ მოპყრობად წარმოეჩინა.

ეს უკვე მეორე საქმეა, რომელზეც ახალაია, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს სხვადასხვა ბრალდებებით, გაამართლეს.  

ერთ საქმეზე იგი 1 აგვისტოს უდანაშაულოდ ცნეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და წამებას ეხებოდა სამ ცალკეულ ეპიზოდში.

თუმცა 28 ოქტომბერს იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო არაადამიანურ მოპყრობაში 2006 წლის ციხის ბუნტთან დაკავშირებით და სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა და 4 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

გასულ კვირას áƒžáƒ áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ¢áƒ£áƒ áƒáƒ› ახალაიას ახალი ბრალდება წაუყენა, რომელიც ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას 2006 წელს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ არ გამართულა.

Civil.Ge © 2001-2024