საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ს ზრდამ 3.9% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Nov.'13 / 12:55

„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 3.9% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც სექტემბერში 1.6%–იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ ათ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 1.9% შეადგინა.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალ წელს áƒ›áƒ¨áƒž-ს 5%–იან ზრდას პროგნოზირებს.

 

Civil.Ge © 2001-2024