წინააღმდეგობის მიუხედევად მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ორი წლით გადავადდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Dec.'13 / 21:34

პარლამენტმა 71 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე  გადავადების თაობაზე იმ ფონზე, როცა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ნაციონალური მოძრაობა და უფლებადამცველი ორგანიზაციები.

მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვრა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით. áƒáƒ› წესის ამოქმედება 2013 წლის 31 დეკემბრიდან იგეგმებოდა.  

თუმცა კიდევ ორი წლით ძალაში დარჩა ამჟამად მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც áƒ›áƒáƒ¬áƒ›áƒ”ები ვალდებულნი არიან მისცენ ჩვენება ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე, ხოლო მათ გამოუცხადებლობას შესაძლოა მოყვეს áƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ალდამცველ ორგანოებში იძულებით მიყვანა ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, შესაძლოა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც  დადგეს.

მთავრობის განცხადებით, ამ წესის კიდევ ორი წლით შენარჩუნება განპირობებულია იმით, რომ სასამართლო სისტემა არ არის მზად ახალი პროცედურების განხორციელებისთვის და მეორეს მხრივ, ეს ხელს შეუშლის გამოძიების ეფექტურად წარმართვას.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილების მიღებას იმ მოტივით, რომ ეს იყო პროკურატურისთვის ბერკეტის დატოვება, რათა მან პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნა განაგრძოს მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის გზით.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „სრულ კარტბლანშს აძლევს“ პროკურატურას. „ამით ხდება მომართვა რეპრესიული მანქანისა, რომ განადგურდეს პოლიტიკური ოპონენტი [ნაციონალური მოძრაობა]“, - განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოუწოდებდნენ კოლეგებს ქართული ოცნებიდან, რომ აღარ გადაევადებინათ ახალი წესის ამოქმედება და áƒ’ამონაკლისის სახით სთავაზობდნენ, რომ áƒ›áƒ®áƒáƒšáƒáƒ“ 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე დაეტოვებინათ მოქმედი პროცედურები.  

იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, მათ შორის  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა მთავრობის ინიციატივა.

„მოწმის დაკითხვის ახალი წესის 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. ამასთანავე აღნიშნული ცვლილების მიღება შეაფერხებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებას და კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებს სისხლის სამართლის პროცესში მხარეების არათანასწორ მდგომარეობას“, - ნათქვამია 26 დეკემბერს უფლებადამცველთა მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. 

უფლებადამცველთა თქმით, ახალი წესის ამოქმედების პერმანენტული გადავადება „ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის ნებას დაამკვიდროს ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული სტანდარტები“, საზოგადოებაში კი „უსამართლობის შეგრძნებას ამკვიდრებს“.

26 დეკემბერს მიმდინარე მწვავე საპარლამენტო განხილვის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის მიღების წინააღმდეგ აქცია განახორციელეს და სხდომათა დარბაზში გადაფინეს პლაკატები სახელწოდებით:  „დაიცავი დაცვის უფლება“; „ადამიანის უფლებები 2 წელი ვერ მოიცდის“; „უთხარი უარი გადავადებას“. თუმცა მათი ეს ქმედება მალევე აღკვეთა პარლამენტის მანდატურის სამსახურმა, როგორ სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, იმის გამო, რომ ეს აქცია არ იყო წინასწარ შეთანხმებული.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ახალი წესის გადავადებაზე მთავრობის წინადადების მიმართ მისი განწყობაც უარყოფითი იყო, თუმცა ამ ინიციატივას საბოლოოდ დათანხმდა, რადგან 2013 წლის 31 დეკემბრიდან ახალი წესის ამოქმედებას სასამართლო სისტემა სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდებოდა, რაც თავის მხრივ, საგამოძიებო პროცესის „პარალიზებას“ გამოიწვევდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა რამოდენიმე დღის წინად განაცხადა რომ სასამართლო ახალი სისტემისთვის მზად არის.

ხმალაძემ განაცხადა, რომ მას მოწმეთა დაკითხვის არც ახალი და არც მოქმედი წესი არ მოსწონს. მისი თქმით, მთავრობამ გაიზიარა იურიდიული კომიტეტის რეკომენდაცია, რომ „მაქსიმალურად მოკლე ვადაში“ მომზადდეს მოწმეთა დაკითხვის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს რაიმე სახის ზეწოლისაგან მოწმეთა დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ, არ დააზიანებს საგამოძიებო პროცესს.
 

Civil.Ge © 2001-2024