პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო ვერ დააკომპლექტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Dec.'13 / 18:39

პარლამენტმა 27 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოში მხოლოდ სამი წევრის არჩევა შეძლო წარდგენილი ექვსი კანდიდატიდან, რაც არასაკმარისი რაოდენობაა იმისათვის, რომ სამეურვეო საბჭო თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგეს.

ამისათვის, ახალი საკანონმდებლო წესების თანახმად, სულ ცოტა 7 წევრის არჩევა მაინც იყო საჭირო 9-წევრიან სამეურვეო საბჭოში.

პარლამენტის მიერ კენჭისყრაზე კანდიდატურების ჩაგდებასთან ერთად, საბჭოს სრულად დაკომპლექტება იმის გამოც ვერ მოხერხდა, რომ 3 კანდიდატის ნაცვლად, კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ერთი კანდიდატი, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ  მხოლოდ ორი კანდიდატი წარუდგინა პარლამენტს ასარჩევად. 

სახალხო დამცველმა მისთვის განკუთვნილ ორივე ადგილზე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კუთვნილ ერთ კვოტაზე წარადგინეს თავიანთი კანდიდატურები. 

27 დეკემბერს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრებად არჩეულ იქნენ: ნათელა სახოკია, ექსპერტი საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და განვითარების საკითხებში- ქართული ოცნების კვოტით (83 ხმით 3-ის წინააღმდეგ); ქეთევან მსხილაძე, ჟურნალ „ტაბულას“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი (99 ხმით არცერთის წინააღმდეგ) - ნაციონალური მოძრაობის კვოტით; მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი (82 ხმით 17-ის წინააღმდეგ) - სახალხო დამცველის კვოტით. 

პარლამენტმა 29 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი,  áƒ˜áƒ£áƒ áƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ˜ გენადი გელაძე; ასევე 18 ხმით 8-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მეორე კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; და 29 ხმით 5-ის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის áƒ›áƒ˜áƒ”რ წარდგენილი áƒ›áƒ”ორე კანდიდატი áƒœáƒ˜áƒœáƒ˜áƒ კაკაბაძე,  სამოქალაქო აქტივისტი და áƒ”ქსპერტი მედიის საკითხებში. 

იმისათვის, რომ ახალი სამეურვეო საბჭო თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს და ამჟამად მოქმედი áƒ˜áƒ¡ საბჭო ჩაანაცვლოს, რომლის ქმედუუნარობის მოტივითაც პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებით დააჩქარა  ახალი საბჭოს დაკომპლექტების პროცესი, სულ ცოტა áƒáƒ—ხი და მაქსიმუმ ექვსი წევრის არჩევაა საჭირო, რისთვისაც პარლამენტმა სპეციალური შესარჩევი კონკურსი ხელახლა უნდა გამოაცხადოს.

სამეურვეო საბჭოში არჩეული áƒ¡áƒáƒ›áƒ˜áƒ•áƒ” წევრი სწორედ პარლამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია საჯარო გასაუბრებების და კანდიდატებს შორის გამართული სატელევიზიო დებატების შედეგად. 

9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს წევრობის განაცხადით პარლამენტს თავდაპირველად 68 კანდიდატმა მიმართა, თუმცა მათი რაოდენობა საკონკურსო კომისიამ  ჯერ 35-მდე შეამცირა, ხოლო საბოლოოდ 27 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია ნომინაციის უფლების მქონე სუბიექტებს ამოსარჩევად და წარსადგენად.

კოალიციამ მედია ადვოკატირებისათვის, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი „ჩიხში შევიდა“.

„მიგვაჩნია, რომ კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის მუშაობა გამოირჩეოდა მიუკერძოებლობით, კომპეტენტურობითა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი ნდობა და ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მიმართ“, - ნათქვამია კოალიციის მიერ 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ შეძლეს დეპუტატებმა შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა წარდგენილი სიიდან. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები და ქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციით, არამედ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებით.  არსებობს საფრთხე, რომ მმართველი ძალა ხელახალი კონკურსის გამოცხადებისა და ახალი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის გზით ეცდება, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტოს მაუწყებლის საბჭო“, - განაცხადა კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის.

26 დეკემბერს კოალიცია მოუწოდებდა დეპუტატებს პატივი ეცათ მათ მიერვე დამტკიცებული საზოგადოებრივი კომისიის შრომისა და არჩევანისთვის,  დამდგარიყვნენ „ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებზე  მაღლა“ და შეერჩიათ კანდიდატები წარდგენილი სიიდან, თუმცა ეს მოწოდება პარლამენტარებმა არ გაითვალისწინეს.

იმავდროულად, 26 დეკემბერს საქართველოში აშშ-ს საელჩომ სპეციალური განცხადება  გაავრცელა, სადაც მიესალმა სამეურვეო საბჭოს შერჩევის „გამჭირვალე პროცესს“ და აღნიშნა, რომ საელჩო „ყურადღებით ადევნებს თვალყურს“  პარლამენტის მიერ მაუწყებლის „დამოუკიდებელი“ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების  შერჩევის ძალისხმევას.  

„ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია პრესის თავისუფლებისა და ინფორმირებული საჯარო დებატებისთის“, - ნათქვამი იყო საელჩოს განცხადებაში, „ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტს ჯანსაღი და გამჭირვალე პროცესის მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი დამოუკიდებელი და პროფესიული სამეურვეო საბჭოს შექმნას“. 

27 დეკემბერს გამართული კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო კანდიდატურების არჩევაზე რაიმე სახის "დაძალება"და პროცესი გაგრძელდება, რათა სამეურვეო საბჭო სრულად დაკომპლექტდეს.  

 

Civil.Ge © 2001-2024