საქართველო გმობს უკრაინაში განვითარებულ ძალადობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jan.'14 / 18:52

საქართველო გმობს უკრაინაში განვითარებულ ძალადობას, რომელსაც სულ ცოტა áƒ¡áƒáƒ›áƒ˜ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ოპოზიციის აქტივისტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებების შედეგად, და იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით განიმუხტება.

„დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვას გავრცელებულ განცხადებაში, „მეტად გვაწუხებს ის, რომ კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა მსხვერპლი.  გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო“.

„ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს  და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას.  გვჯერა, რომ უკრაინელ მეგობრებს შესწევთ უნარი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური საკითხები“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების „საერთო შეშფოთებას“ იწვევს კიევში გამწვავებული დაძაბულობა და ხაზი გაუსვა, დეპუტატების მიერ არაერთხელ გამოხატულ „მკაფიო“ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, მათ შორის სპეციალური განცხადების მიღების გზით.  

„გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები, ხელისუფლება, ოპოზიცია შეძლებს უარესის თავიდან აცილებას, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას, ძალადობის ესკალაციის არ დაშვებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვის, ქართველი ხალხისთვის და მთლიანად რეგიონისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა 22 იანვარს.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მაქსიმალური სიფრთხილისკენ“ და "უსაფრთხოების ზომების" დაცვისკენ მოუწოდა კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

საგარეო უწყებამ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ცალკე გავრცელებულ განცხადებაში áƒáƒ¡áƒ”ვე „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა კიევში შეტაკებების დროს მოქალაქეთა დაღუპვისა და დაშავების გამო.

„საქართველო პატივს სცემს თითოეული ქვეყნის უფლებას, განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, თუმცა, ამასთან, აუცილებელია, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს  უკრაინის მთავრობასაც და აქციის მონაწილეებსაც თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და იმედოვნებს, რომ „უკრაინა, რომელიც საქართველოს ტრადიციულად მეგობარი ქვეყანაა და რომელთანაც ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში, წარმატებულად ვთანამშრომლობთ, შეძლებს დიალოგის გზით სიტუაციის განმუხტვას, ქვეყნისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად“.

„გულწრფელად გვსურს, მომავალშიც,  უკრაინა, საქართველოსთან ერთად, ვიხილოთ როგორც საერთო ევროპული ფასეულობების გამზიარებელი ქვეყანა დიდ ევროპულ ოჯახში“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იმავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ნაციონალური მოძრაობამ 22 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც უკრაინაში მიმდინარე „დრამატულ  მოვლენებში“ რუსეთის ხელისუფლების და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ძალადობის ესკალაციის“ მთავარ მიზეზს წარმოადგენს რუსეთის მხრიდან განხორციელებული „ხანგრძლივი ზეწოლა“, რათა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ოფიციალურ კიევს ხელი არ მოეწერა  ასოცირების ხელშეკრულებაზე, ხოლო „დაძაბულობის ესკალაციის იმპულსად“ იქცა áƒ£áƒ™áƒ áƒáƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡ მმართველი ძალის მიერ მიღებული „არადემოკრატიული, რეპრესიული და კონფრონტაციული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პაკეტი, რამაც შეზღუდა გამოხატვის და სამოქალაქო თავისუფლებები“.

„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ვალია სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელი ხალხის მისწრაფებას თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ერების ოჯახისკენ. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს უკრაინის პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში შეთრევის ნებისმიერ მცდელობას. უკრაინის თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“ - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

 

Civil.Ge © 2001-2024