საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილი ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Feb.'14 / 19:38

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან იმ პირობით გაათავისუფლა, რომ მას ელექტრონული დაკვირვების მიზნით სპეციალური სამაჯური დაუმაგრდება, იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი" 3 თებერვალს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 3 თებერვალს გამართული სასამართლო მოსმენის შესახებ გავრცელებულ áƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒáƒ¨áƒ˜ ნათქვამია, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დაავალდებულა იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე იმ პირობით, რომ მას ექნება უფლება დატოვოს საცხოვრებელი სახლი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 9-დან 21 საათამდე.

ელექტრონული სამაჯური, რომლის ტარების პირობით გათავისუფლა დაახლოებით 4.5 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში მყოფი დავით კეზერაშვილი, წარმოადგენს ელექტრონული მონიტორინგის სისტემას, რომელიც აკონტროლებს áƒ“აკვირვების ქვეშ მოქცეული ადამიანის გადაადგილების ტრაექტორიას.  

„ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ - 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს áƒžáƒ áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ¢áƒ£áƒ áƒ ასევე აცხადებს, რომ ამასთან ერთად, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, áƒ™áƒ”ზერაშვილმა „სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი“.

კეზერაშვილს საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია. ის საფრანგეთში 2013 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს, როცა საქართველოს მიერ ძებნილად იყო გამოცხადებული მის მიმართ ორ საქმეზე წაყენებული ბრალდებების საფუძველზე.

კეზერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ შარშან თებერვლის ბოლოს áƒ“აუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას რალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა. ამასთან, კეზერაშვილს კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული მეორე საქმეზე.

საქართველო მის ექსტრადიციას ითხოვს, რაზეც ექ-ან-პროვანსის სასამართლო მოსმენების განახლებას 27 თებერვლისთვის გეგმავს.

კეზერაშვილის დაცვის მხარე áƒ¬áƒáƒ§áƒ”ნებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დავით კეზერაშვილი, რომელიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე საქართველოს ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
 

Civil.Ge © 2001-2024