თბილისის ბიუჯეტი კვლავ ჩავარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'14 / 11:38

თბილისის საკრებულომ 12 თებერვალს ბოლო ექვსი კვირის მანძილზე უკვე მეორედ ჩააგდო თბილისის მერიის მიერ წარდგენილი დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.

ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ოთხშაბათს 17 ხმით 22–ის წინააღმდეგ ჩავარდა, საკრებულოსა და მერიას შორის უთანხმოების მთავარი წყარო გახდა.

თბილისის მერიამ უკვე შეიტანა პროექტში გარკვეული შესწორებები მას შემდეგ, რაც áƒ“ეკემბრის ბოლოს  საკრებულომ ის პირველად ჩააგდო. 

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ ოცნებაში გადასვლამდე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, განაცხადა, რომ ბიუჯეტი დედაქალაქს უნდა ემსახურებოდეს და არა ნაციონალურ მოძრაობას.

თბილისის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში შესწორებები იქნა შეტანილი, საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნის გათვალისწინებით. შესწორებული ბიუჯეტი გაზრდილი ხარჯების დაფინანსებას  პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლების 35 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე გაზრდის გზით ითვალისწინებდა.

მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროექტი განზრახ შესწორდა ისე, რომ შეუძლებელი ყოფილიყო წლის ბოლოს მისი მაჩვენებლების შესრულება. პრივატიზაციიდან 100 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავლების მიღება არარეალისტურია, აცხადებენ საკრებულოს წევრები ქართული ოცნებიდან. მათი თქმით, ეს „არარეალისტური“ მაჩვენებელი განზრახ ჩაიდო პროექტში, რათა შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას წლის ბოლოსთვის ქართული ოცნებისთვის გადაებრალებინა áƒ‘იუჯეტის შეუსრულებლობა.

თუმცა, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ საბაბია და ქართული ოცნების მიზანი ბიუჯეტის ჩაგდება იყო შესწორებების მიუხედავად. ალტერნატივის სახით თბილისის მერია ყველა იმ პროგრამული ხარჯის 10%–ით შემცირებას სთავაზობდა, áƒ áƒáƒ›áƒ”ლიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების დაფინანსებას არ ეხებოდა.

თუ ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, ცენტრალურ მთავრობას უფლება ექნება პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს საკრებულო და თბილისის მთავრობა და პირდაპირი მმართველობა შემოიღოს ქალაქზე, მათ შორის 45 დღით ახალი მერის დანიშვნის გზით. ამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ, გაიმართება არჩევნები ახალი საკრებულოს ასარჩევად.

Civil.Ge © 2001-2024