ადგილობრივ არჩევნებში 20 პარტია და 4 ბლოკი იღებს მონაწილეობას
Civil Georgia, Tbilisi / 19 May.'14 / 16:58

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ოცი პარტიაა, ხოლო ოთხი პოლიტიკური ბლოკი.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებიდან მხოლოდ 14-მა წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატი  - ცესკომ ყველა მათგანი გაატარა რეგისტრაციაში.  არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა კანდიდატებს 5 ივნისამდე შეეძლებათ.

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში შემდეგი სახელწოდებით მიიღებენ მონაწილეობას:

პარტიები

1. უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე - თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი;
2. გიორგი გაჩეჩილაძე-მწვანეთა პარტია - თბილისის მერობის კანდიდატი დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე;
3. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;
4. ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია;
5. დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი;
6. ერთიანობის დარბაზი;
7. ჩვენი საქართველო (ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა);
8. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე;
9. მომავალი საქართველო - თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე;
10. ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები);
11. მერაბ კოსტავას საზოგადოება - თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი;
12. ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია - თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე;
13. სახალხო მოძრაობა;
14. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ);
15. ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები -თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი;
16. სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა - თბილისის მერობის კანდიდატი თეიმურაზ მურვანიძე;
17. სახალხო პარტია;
18. საქართველოს მშრომელთა საბჭო - თბილისის მერობის კანდიდატი როინ ლიპარტელიანი;
19. ხალხის პარტია;
20. თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა.

ბლოკები

1. ქართული ოცნება:  ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, კონსერვატიული პარტია, მრეწველები, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი - თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია;
2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია;
3. არასაპარლამენტო ოპოზიცია  (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე): ახალი მემარჯვენეები და თავისუფალი áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველო  -  თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა;
4. თვითმმართველობა ხალხს: სამართლიანი საქართველოსთვის და ევროპელი დემოკრატები - თბილისის მერობის კანდიდატი სერგო ჯავახიძე.

ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები  - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ქართული დასი ერთიან ბლოკად არ დარეგისტრირებულან. ეს გაერთიანება  დარეგისტრირდა, როგორც áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას იღებს áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლწოდებით „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“.

ამ გადაწყვეტილების გამო დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და ქართული დასი იმ რვა პარტიას შორის მოხვდა, რომელთაც ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. თუმცა ამ ორი პარტიისგან განსხვავებით, რომელთაც რეგისტრაციაზე უარი საკუთარი განცხადების საფუძველზე ეთქვათ, ცესკომ დანარჩენი ექვსი პარტია (საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია; საქართველოს ქალთა პარტია - სამართლიანობისა და თანასწორობისათვის; საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტია; საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია; თეთრები; მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”), ძირითადად, მხარდამჭერთა სიების წარდგენასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო არ დაარეგისტრირა.

 

Civil.Ge © 2001-2024