თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატთა სია
Civil Georgia, Tbilisi / 24 May.'14 / 14:55

საქართველოს ყველა ქალაქში დასრულდა მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როდესაც áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლად აირჩევა áƒ§áƒ•áƒ”ლა áƒ›áƒ”რი პირდაპირი წესით.

აქამდე, მხოლოდ დედაქალაქ თბილისს ჰყავდა პირდაპირი წესით არჩეული მერი. თუმცა თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღების შედეგად, რომლის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა, ყველა მერი პირდაპირი წესით არჩევითი გახდა. 

კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ ის პირველივე ტურში ხმათა 50%-ზე მეტს დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერები არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდებიან.

თბილისის შემდეგ, სადაც მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, ყველაზე მეტი კანდიდატი ბათუმში დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა ამბროლაურში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან. áƒ›áƒ®áƒáƒšáƒáƒ“ ამ ორ პოლიტიკურ ძალას ჰყავს კანდიდატები ყველა თვითმმართველ ქალაქში; ამასთან, ამბროლაურის გარდა, ყველა სხვა დანარჩენ ქალაქში იყრიან კენჭს ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატები. áƒ¡áƒ£áƒš áƒ“არეგისტრირებული 84 კანდიდატიდან 10 ქალია.

ქვემოთ მოცემულია áƒ—ვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატთა სია:

ქუთაისი

1. მაგდა გაბრიჩიძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. თეიმურაზ შაშიაშვილი - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გიორგი თევდორაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ალექსანდრე კეზევაძე - „დავით თარხან‐მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
5. ხათუნა მაჭავარიანი - ბლოკი „თვითმმათველობა ხალხს”;
6. ირაკლი კიკვაძე - შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
7. შოთა მურღულია - ბლოკი „ქართული ოცნება”.

ბათუმი

1. ალექსანდრე თევზაძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. მურმან ბერიძე - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გიორგი დიასამიძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ნუგზარ ჩხაიძე - შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
5. თეიმურაზ მიქელაძე - „დავით თარხან‐მოურავი  − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. გოჩა გუგუნავა - სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
7. დავით დიასამიძე - ირაკლი ღლონტი‐რეფორმატორები;
8. ჯუმბერ თავართქილაძე - ხალხის პარტია;
9. მერაბ ხიმშიაშვილი - „ერთიანობის დარბაზი”;
10. დურმიშხან შაინიძე - ბლოკი „თვითმმათველობა ხალხს”;
11. გიორგი ერმაკოვი - ბლოკი „ქართული ოცნება”.

რუსთავი

1. ალექსანდრე ბერიძე – ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. კობა ძლიერიშვილი – ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. მამუკა ჩიქოვანი – ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ელგუჯა ქოჩიაშვილი – „უფლის სახელით‐უფალია ჩვენი სიმართლე”;
5. ივანე შათირიშვილი – „დავით თარხან‐მოურავი−საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. ერასტი (ეროსი) კიწმარიშვილი – „ჩვენი საქართველო”;
7. ალექსანდრე კობაიძე – სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
8. რევაზ რიჟამაძე – შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
9. დავით ჯიქია – ბლოკი „ქართული ოცნება”.

თელავი

1. გიორგი მოსიაშვილი – ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“;
2. თამაზ არჯევანიძე –  ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. ალექსი ძულიაშვილი –  ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ნოდარ მუმლაური – „გიორგი გაჩეჩილაძე‐მწვანეთა პარტია”;
5. ზაზა დევიძე – „დავით თარხან‐მოურავი− საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. ქეთევან ზაქარიაშვილი –  შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
7. პლატონ კალმახელიძე –  ბლოკი „ქართული ოცნება”.

გორი

1. ვასილ ბუთხუზი - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. მამუკა ნოზაძე - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. არჩილ საბიაშვილი - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. კახაბერ ერგემლიძე - „ირაკლი ოქრუაშვილი ‐ ქართული პარტია”;
5. თამაზ მაყაშვილი - „ერთიანობის დარბაზი”;
6. გიული მუკნიაშვილი - საქართველოს მშრომელთა საბჭო;
7. ზურაბ ჯირკველიშვილი - ბლოკი „ქართული ოცნება”.

მცხეთა 

1. ივანე ბერიძე – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
2. ილია რუხაძე – ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გურამ კინწურაშვილი –  ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. დავით მაჩხანელი –  „გიორგი გაჩეჩილაძე‐მწვანეთა პარტია”;
5. დავით ალიბეგაშვილი –  „დავით თარხან‐მოურავი−საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. რამაზ ღვალაძე – სახალხო პარტია;
7. ავთანდილ ნემსიწვერიძე – ბლოკი „ქართული ოცნება”.

ზუგდიდი

1. ირაკლი ღურწკაია - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. რუსუდან პაჭკორია - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. თეიმურაზ ბასილაია - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ვახტანგ ყუფუნია - ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები) - რეგისტრაციიდან მოიხსნა;
5. ირაკლი გოგოხია - ბლოკი „ქართული ოცნება”.

ფოთი

1. მარინა ბარამია - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია" (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) - რეგისტრაციიდან მოიხსნა;
2. დავით ქანთარია - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. ვახტანგ დარცმელიძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. უშანგი გეგენავა - „დავით თარხან‐მოურავი  − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
5. ირაკლი კაკულია - - ბლოკი „ქართული ოცნება”.

ოზურგეთი

1. ირმა კვაჭანტირაძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. კახა ჩავლეშვილი - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. ლევან გოგუაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. შოთა გოგიბერიძე - „დავით თარხან‐მოურავი  − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
5. ლაშა მოისწრაფიშვილი - ბლოკი „თვითმმათველობა ხალხს”;
6. ივანე ტაბატაძე - სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
7. მირზა ჩხიკვიშვილი - შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
8. ბეგლარ სიორიძე - ბლოკი „ქართული ოცნება”.

ახალციხე

1. მამუკა გოგოლაძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)” - მოისხნა რეგისტრაციიდან;
2. ზაზა ნათენაძე - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გელა დემეტრაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. გოჩა ათოშვილი - სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
5. გიორგი კოპაძე - ბლოკი „ქართული ოცნება”.

ამბროლაური

1. ამირან ლომთაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
2. რატი ნამგალაძე - ბლოკი „ქართული ოცნება”. 

მერობის კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 5 ივნისი; თუ ისინი ამ თარიღის შემდეგ მოხსნიან კანდიდატურებს, მათი გვარები მაინც დარჩება საარჩევნო ბიულეტენებში.

Civil.Ge © 2001-2024