ქართულ-ამერიკული ყოველწლიური ერთობლივი წვრთნები
Civil Georgia, Tbilisi / 9 Jun.'14 / 15:50

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ერთობლივ წვრთნებში Agile Spirit 2014 აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო მოსამსახურე და áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მონაწილეობს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 9 ივნისს. 

Agile Spirit–ის წვრთნები ყოველწლიური სამხედრო მომზადებაა, რომელიც აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ასევე მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის გადიან წვრთნებს. პირველი ასეთი სწავლება 2011 წელს გაიმართა.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელიც ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მტკიცეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოს სტანდარტებთან“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა 9 ივნისს წვრთნების დაწყების ცერემონიაზე.

სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2014”-ის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს შეასრულებენ: ჩხრეკა-კონტროლი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა, რაიონის გაწმენდა ამბოხებულებისგან, პატრულირება, საცეცხლე მომზადება და ა.შ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლება სამ ფაზად ჩატარდება და წვრთნების áƒáƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ£áƒ áƒ˜ ფაზა 19 ივნისს დასრულდება.

Civil.Ge © 2001-2025