ანაკლიის უბანზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება
Civil Georgia, Tbilisi / 15 Jun.'14 / 16:49

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ანაკლიის 32-ე უბანზე არჩევნების ჩაშლის გამო  ხელახალი კენჭისყრა გაიმართება, განაცხადა ცესკომ.

ანაკლიის ამ უბანზე, სადაც 1 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხელახალი არჩევნები სავარაუდოდ ორ კვირის ვადაში გაიმართება.

ხმის მიცემის პროცესი ანაკლიის 32-ე უბანზე მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან გაუჩინარებული ნათესავის ადგილსამყოფელის დადგენას უკვე დიდი ხანია ითხოვენ, პროტესტის ნიშნად საარჩევნო ყუთი დაამტვრია. ტელევიზიით აჩვენეს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა, რომელიც áƒ¡áƒáƒ£áƒ‘ნო კომისიაში áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო დოკუმენტაციას ხევდა და ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ არაფერი კეთდება მისი შვილის საქმის გასახსნელად.

Civil.Ge © 2001-2024