ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები
Civil Georgia, Tbilisi / 26 Jun.'14 / 14:01

15 ივნისის ადგილობრივი არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან წინ 29 ივნისს 14 უბანში დაგეგმილი  განმეორებითი კენჭისყრები, მეორე ტურები და საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესებია. 

სულ ცოტა 21 ადგილას 8 ქალაქში მერისა და 13 მუნიციპალიტეტში გამგებლების ასარჩევად მეორე ტურები გაიმართება, რომლის თარიღიც შემაჯამებელი ოქმების მიღებისა და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ დაინიშნება.

მეორე ტურები შესაძლოა ივლისის შუა რიცხვებში ან ივლისის ბოლოს გაიმართოს. ასევე შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ადგილას მეორე ტურებისთვის სხვადასხვა თარიღი განისაზღვროს.  

ქვემოთ მოცემულია 15 ივნისის არჩევნების წინასწარი შედეგები 25 ივნისის მდგომარეობით:

ქართული ოცნება

მმართველი კოალიცია ქართული ოცნება ქვეყნის მასშტაბით არსებულ 71–ივე ოლქის საკრებულოში სავარაუდოდ ადგილების უმრავლესობას მოიპოვებს; მისმა კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიგეს მერის არჩევნები ოთხ ქალაქში, ხოლო დანარჩენ რვა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტურში მოუწევთ ბრძოლა.

ქართულმა ოცნებამ პარტიული სისტემით არჩევნებში 50.83% მიიღო, რაც 11 პროცენტული პუნქტით  ნაკლებია მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ რვა თვის წინანდელ არჩევნებზე მიღებულ შედეგზე.

ქართული ოცნების კანდიდატები გამგებლის არჩევნებს 59 ოლქიდან 46–ში იგებენ და დანარჩენ 13 მუნიციპალიტეტში მის კანდიდატებს მეორე ტურში მოუწევთ ბრძოლა (ეს რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ხმების გადათვლას და განმეორებით კენჭისყრას მარნეულის ზოგიერთ უბანზე წინასწარი მონაცემებისგან განსხვავებული შედეგები მოყვება).

71 საკრებულოდან 27–ში პარტიული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 50%–ზე ნაკლები მოიპოვა.

ქართულმა ოცნებამ საუკეთესო შედეგები აჩვენა საკრებულოს პარტიული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში დედოფლისწყაროს (84.46%) და საჩხერის (82.9%) ოლქებში.  დედოფლისწყარო კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიური რაიონია, ხოლო საჩხერე ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის.

ყველაზე უარესი შედეგები ქართულმა ოცნებამ გორში (36.09%) და მცხეთაში (38.88%) მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით არსებული 1 049 მაჟორიტარული ადგილიდან ქართულმა ოცნებამ 800–ზე მეტი მოიპოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ქართული ოცნების შემდეგ საუკეთესო შედეგები აჩვენა -  22.41%, თითქმის იგივე, რაც ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა რვა თვის წინანდელ არჩევნებში მიიღო (21.72%).

ნაციონალურმა მოძრაობა თავის წევრებს პარტიული სიით ერთის გარდა ყველა საკრებულოში შეიყვანს ქვეყნის მასშტაბით. ნაციონალურმა მოძრაობამ 4%–იანი ბარიერი ვერ გადალახა ყაზბეგის ოლქში, სადაც ამომრჩეველთა ყველაზე მცირე რაოდენობაა (5 242) დარეგისტრირებული.

ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილს იკავებს პარტიული სისტემით 55 საკრებულოში, თუმცა დანარჩენ 16 საკრებულოში მეორე ადგილი სხვა პარტიებმა მოიპოვეს.

ის ოლქები, სადაც ნაციონალური მოძრაობა პარტიული სისტემით მესამე ადგილზეა, არის: ლაგოდეხი, ბოლნისი, წალკა, გორის რაიონის და ქალაქ გორის საკრებულოები, ბორჯომი, ახალქალაქი, ონი, ლანჩხუთი, მარტვილი (სადაც ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძის კოალიცია ძალიან ახლოს არიან 21.29%–ით და 21.88%–ით, შესაბამისად) და ვანი.

ნაციონალური მოძრაობა მეოთხე ადგილზეა პარტიული სიით ლენტეხის და ოზურგეთის საკრებულოებში და მეხუთეზე – დუშეთსა და თიანეთში; მცხეთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა მეშვიდე ადგილზეა 4.59%–ით – მცხეთის საკრებულო ყველაზე მრავალფეროვანი იქნება ქვეყანაში, რადგანაც იქ შვიდ პარტია იქნება წარმოდგენილი. 

ნაციონალურმა მოძრაობამ საუკეთესო შედეგები აჩვენა ზუგდიდის ოლქში, სადაც მან 40.48% მოიპოვა პარტიული სიით.

სხვა ადგილები, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით მისი საშუალო მაჩვენებელია, არის: ხონი (37.22%); ქალაქი ზუგდიდი (34.37%); თერჯოლა (34.1%); ახალციხე (31.58%); წყალტუბო (31.49%); ჩხოროწყუ (31.35%) და წალენჯიხა (30.23%).

იმ 8 ქალაქიდან, სადაც მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ნაციონალური მოძრაობა 4 ქალაქში იბრძოლებს – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და თელავი.

13 ოლქიდან, სადაც წინასწარი ოფიციალური შედეგებით, გამგებლის პოსტისთვის მეორე ტური გაიმართება, ნაციონალური მოძრაობა 5 ოლქში იბრძოლებს: ყვარელი, თელავი, თერჯოლა, ხონი და ქობულეთი.

ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია

ნინო ბურჯანაძის კოალიცია ერთიანი ოპოზიციის მიერ პარტიული სისტემით მიღებული შედეგები 10.23%–ს შეადგენს – თითქმის იგივეა, რაც ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო (10.19%).

ადგილობრივ არჩევნებში ბურჯანაძე თავად არ იყრიდა კენჭს; ერთიანი ოპოზიციის მიერ თბილისში დასახელებულმა მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ 12.82% მიიღო.

ერთიანმა ოპოზიციამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 1 049 ერთმანდატიანი ოლქიდან 28–ში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები და 66 ოლქში გადალახა 4%–იანი ბარიერი. ბურჯანაძის კოალიცია გარდაბნის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში არ მონაწილეობდა.

თბილისის საკრებულოში ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია სავარაუდოდ 3 მანდატს მოიპოვებს პარტიული სიით, რადგან მან ხმების 10.35% მიიღო.

ბურჯანაძის კოალიციამ მხოლოდ ოთხ ოლქში ვერ შეძლო ბარიერის გადალახვა და მას შემდეგ საკრებულოებში არ ეყოლება პარტიული სიით წარმომადგენლები: ზუგდიდი, დედოფლისწყარო, ახალციხე და ნინოწმინდა.

13 ოლქიდან, სადაც გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება, ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატები, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატებს დაუპირისპირდებიან ოთხ ოლქში – მარტვილი, ტყიბული, ახმეტა და თიანეთი.

პატრიოტთა ალიანსი

წინასწარი ოფიციალური შედეგებით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა თბილისში პარტიული სიით 6.34% მიიღო, რაც დედაქალაქის საკრებულოში მისაღებ ორი ადგილს ნიშნავს. თბილისში მისმა მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ხმების 5.37% დააგროვა.

პატრიოტთა ალიანსმა 71-დან 47 საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მიღებული ხმების საერთო რაოდენობა 4.72%–ს შეადგენს.

ამ 47 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში 4%–იანი ბარიერი მან 30–ში გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ პატრიოტთა ალიანსს 30 საკრებულოში, მათ შორის თბილისში, ეყოლება თავის წარმომადგენლობა.

იმ მუნიციპალიტეტებს და ქალაქებს შორის, სადაც ალიანსმა 4%–იანი ბარიერი ვერ დაძლია, არის: სიღნაღი, ლაგოდეხი, თელავის მუნიციპალიტეტი, მარნეული, ბოლნისი, წალკა, ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი, მესტია, ხარაგაული, საჩხერე, ზესტაფონი, სამტრედია, აბაშა და ქედა.     

პატრიოტთა ალიანსის მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები ორ ქალაქში მეორე ტურში იბრძოლებენ და ისინი ფოთსა და ოზურგეთში ქართული ოცნების კანდიდატებს დაუპირისპირდებიან.

გამგებლობის კანდიდატები პატრიოტთა ალიანსიდან ქართული ოცნების კანდიდატებს ლანჩხუთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაუპირისპირდებიან მეორე ტურში.

სხვა პარტიები

მართალია სხვა პარტიებმა და ბლოკებმა ქვეყნის მასშტაბით დათვლილ საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში თითოეულმა ხმების 4%–ზე ნაკლები მიიღეს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა შეძლო 4%–იანი ბარიერის გადალახვა კონკრეტულ ოლქებში და საკრებულოს მანდატები მიიღო. ამ პატარა პარტიებიდან ზოგიერთი კონკრეტულ რაიონებზე უფრო ამახვილებდა ყურადღებას, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით კამპანიის წარმოებაზე.

ლეიბორისტული პარტია, რომელსაც შალვა ნათელაშვილი ხელმძღვანელობს, ქვეყნის მასშტაბით 71-ვე საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობდა და 27 ოლქში გადალახა 4%–იანი ბარიერი.

ეს მუნიციპალიტეტები და ქალაქებია: საგარეჯო (4%); გურჯაანი (4.99%); ყვარელი (5.72%); ქალაქი თელავი (5.29%); თელავის მუნიციპალიტეტი (4.96%); ახმეტა (5.34%); თიანეთი (5.8%); რუსთავი (5.47%); გარდაბანი (5.67%); ქალაქი მცხეთა (7.25%); მცხეთის მუნიციპალიტეტი (10.34%); დუშეთი (12.22%); ყაზბეგი (5.27%); კასპი (5.6%); ქალაქ გორის საკრებულო (4.36%); ქარელი (5.07%); ხაშური (8.76%); ბორჯომი (8.1%); ამბროლაურის საკრებულო (4.7%); ქალაქ ამბროლაურის საკრებულო (4.02%); ცაგერი (4.38%); ზესტაფონი (4.06%); ბაღდათი (4.73%); წყალტუბო (5.31%); ქუთაისი (4.64%); ოზურგეთი (4.67%) და სენაკი (5.16%).

არასაპარლამენტო ოპოზიციამ - ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს  ბლოკმა 8 საკრებულოში გადალახა ბარიერი პარტიული სიით.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ საუკეთესო შედეგი ახალქალაქში აჩვენა, სადაც მან პარტიული სიით 29.62% მიიღო. მას პარტიული სიით მანდატები დამატებით შემდეგ საკრებულოებში ერგება: ხარაგაული (9.08%); ქალაქ თელავის საკრებულო (5.98%); ხობი (5.45%); ქალაქ ამბროლაურის საკრებულო (5.15%); ლენტეხი (5.12%); მარტვილი (5.1%) და ზესტაფონი (4.3%).

საქართველოს გზამ, ყოფილი áƒ¡áƒáƒ’არეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ, შვიდ საკრებულოში გადალახა ბარიერი:  ოზურგეთი (6.57%); ჭიათურა (5.77%); ბათუმი (5.22%); აბაშა (4.72%); მესტია (4.42%) და ბაღდათი (4.32%).  

მისმა კანდიდატმა კარგი შედეგები აჩვენა ბაღდათის გამგებლის არჩევნებში, სადაც მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატს გაუწევს ოპონირებას.

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ ხუთ საკრებულოში გადალახა ბარიერი: ნინოწმინდა (8.6%); ყაზბეგი (6.47%); გარდაბანი (5.73%); ახალქალაქი (4.98%) და ცაგერი (4.51%).

მწვანეთა პარტიას სამ საკრებულოში ეყოლება წევრები: ქალაქი მცხეთა (9.86%), ასევე თიანეთის (6.45%) და მესტიის (4.67%) მუნიციპალიტეტები. 

თვითმმართველობა ხალხს, სამართლიანი საქართველოსთვის და ევროპელი დემოკრატების მიერ ჩამოყალიბებულმა საარჩევნო ბლოკმა, ორ áƒáƒšáƒ¥áƒ˜áƒ¡ საკრებულოში áƒ’ადალახა 4%–იანი ბარიერი: ნინოწმინდა (7.13%) და სამტრედია (4.71%).

ჩვენი საქართველო, რომელმაც მხოლოდ თბილისის და სამი ოლქის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში იყარა კენჭი, ყაზბეგის (8.42%) და რუსთავის (7.59%) საკრებულოებში შეიყვანა თავისი წევრები. ამ პარტიის მიერ რუსთავში დასახელებულმა მერობის კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა 12.07% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების შემდეგ.

ქართულმა პარტიამ, რომელიც áƒ§áƒáƒ¤áƒ˜áƒšáƒ˜ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაფუძნებულია, áƒ›áƒ®áƒáƒšáƒáƒ“ გორზე გააკეთა აქცენტი კამპანიის დროს და გორის ქალაქის საკრებულოში ხმების 28.23% მიიღო პარტიული სიით, ხოლო გორის მუნიციპალურ საკრებულოში 25.91%. ქართული პარტიის მერობის კანდიდატმა გორში 29.27% მიიღო და ის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატს დაუპირისპირდება.

სახალხო პარტიას სამ საკრებულოში ეყოლება წევრები: ქალაქ მცხეთაში (6.23%); მცხეთის მუნიციპალურ საკრებულოსა (5.3%) და წალენჯიხაში (4.23%).     

ერთიანობის დარბაზს წევრები ეყოლება ბათუმის áƒ¡áƒáƒ™áƒ áƒ”ბულოში, სადაც მან ხმების 4.64% მიიღო და შუახევის საკრებულოში (5.41%).

ქრისტიან–დემოკრატიულ პარტიას ლენტეხის საკრებულოში ეყოლება წევრები, სადაც მან პარტიული სიით 16.28% მიიღო. 

თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზამ მხოლოდ მარტვილის áƒáƒšáƒ¥áƒ¨áƒ˜ მიიღო არჩევნებში áƒ›áƒáƒœáƒáƒ¬áƒ˜áƒšáƒ”ობა, სადაც მან პარტიული სიით საკრებულოს ადგილების მოსაპოვებლად საჭირო ბარიერი გადალახა (4.16%). 

მერაბ კოსტავას საზოგადოებას სიღნაღის საკრებულოში ეყოლება წევრი, სადაც მან პროპორციული სისტემით 4.25% დააგროვა.

Civil.Ge © 2001-2024