ბაჩო ახალაიას დამატებითი ბრალდებები წაუყენეს
Civil Georgia, Tbilisi / 3 Jul.'14 / 12:00

პროკურატურამ 2 ივლისს ყოფილ თავდაცვის მინისტრს და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილ ხელმძღვანელს ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდებები წარუდგინა, რაც მოიცავს 2011 წელს თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს რამდენიმე დაკავებულის „წამების ორგანიზებას“.

ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები „აბსურდულია“ და პროკურატურის ეს საქმე ისევე დაიმსხვრევა, როგორც ახალაიას წინააღდმეგ ზოგიერთ სხვა საქმეზე მოხდა. მისი თქმით, ახალი ბრალდებები მხოლოდ მისი კლიენტის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ისახავს მიზნად, რადგანაც მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 26 ივლისს იწურება.

2012 წლის ნოემბერში დაკავების შემდეგ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე გაიმართა სასამრთლო პროცესები და რამდენიმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

ის გაამართლეს სამსახურებლივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების ბრალდებებთან დაკავშირებით ოთხ ცალკე საქმეზე.

ოქტომბრის ბოლოს ახალაია 2006 წელს სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის დროს პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 3 წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში შეიწყალა.

მიუხედავად პრეზიდენტის შეწყალებისა, ახალაია წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რომელიც მას 2013 წლის ოქტომბერში წაუყენეს áƒ¡áƒáƒœáƒ“რო გირგვლიანის áƒ¡áƒáƒ¥áƒ›áƒ”ზე, რომელიც მის სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის პერიოდს უკავშირდება; სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ცხრა თვე, რომელიც წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადაა საქართველოში, 26 ივლისს იწურება და ახალაია პატიმრობაში დარჩება, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს ამ საქმეზე ან თუ სასამართლო წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს მას ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით. 

სასამართლო პროცესი ასევე მიმდინარეობს ცალკე საქმეზე, რომელიც წამების ბრალდებას მოიცავს და რომელშიც პროკურატურა ახალაიას 2006 წელს ექვსი პატიმრის ცემაში ადანაშაულებს სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის პერიოდში.

ახალი ბრალდებების თანახმად, 2011 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს ახალაიამ, როგორც პროკურატურამ განაცხადა, რამდენიმე პირის „წამების ორგანიზება“ და ასევე დაკავებულის „სექსუალური ძალადობის ორგანიზება“ განახორციელა რუსეთის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით. ერთ–ერთი მსხვერპლი, პროკურატურის თქმით, იყო გადამდგარი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რომელიც პატიმრობის დროს წამების და სექსუალური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა; დანარჩენი სამი მსხვერპლი, პროკურატურს თქმით, იყვნენ სერგეი ჩაპლიგინი, გიორგი გორელაშვილი და ვიცეპოლკოვნიკი დავით ლონდარიძე. სასამართლომ 2014 წლის იანვარში თეთრაძის საქმეზე ციხის ყოფილი რამდენიმე თანამშრომელი დამნაშავედ ცნო, ხოლო სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ლონდარიძის და გორელაშვილის წამების საქმეზე გაამტყუნა და მას დაუსწრებლად ცხრა წლიანი პატიმრობა შეეფარდა იმავე სასამართლო პროცესზე იანვარში.

Civil.Ge © 2001-2024