მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებაში ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა
Civil Georgia, Tbilisi / 7 Jul.'14 / 12:31

მეუფე იაკობმა áƒ¡áƒáƒ™áƒ•áƒ˜áƒ áƒáƒ áƒ¥áƒáƒ“აგების დროს áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ მოძრაობა გააკრიტიკა მოუწოდა რა ამომრჩევლებს 12 ივლისს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა და „უარი უთხრან“ იმ ადამიანებს, რომლებიც „არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას“.

ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს ქორეპისკოპოსია, მაშინ ატარებს საკვირაო ქადაგებას სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც პატრიარქი თბილისში არ იმყოფება. პატრიარქი 2 ივლისს გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ის, საპატრიარქოს ინფორმაციით, გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გადის.

მერის არჩევნების მეორე ტური თბილისში და კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. მეორე ტური ასევე გაიმართება 13 მუნიციპალიტეტში გამგებლების ასარჩევად.  

მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები „ცოტა ხანი გვერდზე უნდა გადგნენ“ და სხვას დაუთმონ გზა. 

„მოდის არჩევნები ახლა. თბილისზე ვიტყვი. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა, „ჩვენთან ყველა გვერდზე ვერ დადგებოდა; რაღაცა დანაშაული რომ მიუძღოდა ადამიანს.... თვითონ ვერ ბედავდა და ვერ მოდიოდა, იცოდა რომ იქ არ იყო მისი საქმე... ქართულმა ერმა ძალადობაზე და ცუდ რამეზე დაფუძნებულ წესწყობილებას უარი უთხრა ... არავის არ ვაკრიტიკებ, მართლა სიყვარულით ვლაპარაკობ და არა სიძულვილით... თბილისში ყოველთვის იყო ხოლმე ის, რომ ყველა ყველას ცნობდა და კარგი ოჯახის შვილი იყო, თვითონაც კარგი ადამიანი იყო, ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა. დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ [ნაციონალურ მოძრაობას], რას გვპირდებიან რომ მოვლენ? ... ისევ ქუჩაში დახვრეტები, ისევ ციხეებში გაუპატიურება?“

„ეს ხომ სისტემა იყო, ეს არ იყო ერთი კაცის ახირება; ამას ვერ იზამდა ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ვერც ვერავინ, რომ არა ის კაცი, რომელიც გაქცეულია და ქვეყანაში არ ჩამოდის – რომ ჩამოვიდეს რისი შიში აქვს არ ვიცი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მინიშნებით.       

შემდეგ მან განაგრძო ნაციონალური მოძრაობის მისამართით: „რომ მოდიხართ და რომ გვთავაზობთ თავს [არჩევნებზე], სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ, გადით და ჩამოაყალიბეთ რაღაცა, თუ ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა? შეიძლება მძიმე სიტყვები იყოს, მაგრამ როცა არ ხართ ღირსი სათავეში ყოფნის და როცა უფალი გადაგწევს, სხვებს უნდა დაუთმოთ“.

„მე ეხლა არ ვლაპარაკობ, რომ ეხლა რომელი ძალაც არის [ხელისუფლებაში], ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონი იყოს. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია. მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ [წინა და ახალ მთავრობებს შორის]. პირველად მოგვეცა საშუალება, რომ ხალხმა მართლა აირჩიოს და მართლაც უნდა ავირჩიოთ, უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ რაც გაუკეთეს ქვეყანას – ღირსება როგორ აყარეს ერს – მობრუნებას, რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

დედაქალაქის მერობისთვის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან áƒ¥áƒáƒ áƒ—ული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას, რომელმაც áƒ®áƒ›áƒ”ბის 46.09% მიიღო 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში, 4 პროცენტული პუნქტი დააკლდა 50%-იანი ბარიერის áƒ“ასაძლევად.  áƒœáƒáƒ áƒ›áƒáƒœáƒ˜áƒáƒ¡ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდება, რომელმაც ხმების 27.97% მიიღო.

„ჯერ გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი და საზღვარგარეთ გარბიან, ხან რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიწერს Twitter–ზე, და ხან რომელი", - áƒ’ანაცხადა მან სავარაუდოდ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე კარლ ბილდტზე მინიშნებით, რომელმაც 3 ივლისს დაწერა Twitter-ზე ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შესახებ: „თბილისში გიგი უგულავას დაკავება ეწინააღმდეგება წინა ვალდებულებას კანონის უზენაესობის თვალსაზრისით“.

„ორი წელი გადის [ხელისუფლების შეცვლის შემდეგ] და კიდევ ამაყად დადიან და ჭკუას გვასწავლიან; მადლობა ღმერთს, რომ შურისმაძიებელი ერი არ ვართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა და დასძინა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის კვერცხების სროლის რამდენიმე შემთხვევაზე მინიშნებით: „თბილისში ერთად ხომ უნდა ვიცხოვროთ? ქუჩაში ისე ხომ არ უნდა გამოვიდეთ, რომ გოგლი–მოგლის პარტიად ვიქცეთ, მარტო კვერცხები დაგვაყარონ? ეს ჩვენი სირცხვილიც არის. სულ არ მსიამოვნებს, რომ ჩემს მოქალაქეებს კვერცხს ესვრიან“.

„თუ ქვეყანა უყვართ და ღმერთი უყვართ, ცოტა ხანი გადგნენ გვერდზე და შეხედონ თავიანთ შეცდომებს... ბევრი კარგი ადამიანია იქ [ნაციონალურ მოძრაობაში] და ვიღაცეებს არ უნდა გადაყვნენ პოლიტიკურ სამარეში“, – განაცხადა მან.

52 წლის მეუფე იაკობმა თავისი წირვა დაასრულა სიტყვებით: „ძველად სკოლაში რომ ვსწავლობდი ასეთ ხალხთან დგომა უდიდესი სირცხვილი იყო; კიდევ კარგი საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლებოდა ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით მაშინ მაგათ“.

Civil.Ge © 2001-2024