პუტინი აფხაზეთის ახალ ლიდერს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 28 Aug.'14 / 13:38


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ახალ არჩეულ ლიდერს რაულ ხაჯიმბას ხვდება áƒ›áƒáƒ¡áƒ™áƒáƒ•áƒ—ან მდებარე ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში 2014 წლის 27 აგვისტოს. ფოტო: კრემლი 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტული აფხაზეთის არჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში 27 აგვისტოს მიიღო და მოსკოვსა და სოხუმს შორის „ინტეგრაციის ხარისხის გასაზრდელად“ ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი განიხილა, აცხადებს კრემლი.

შეხვედრაზე, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი დღის თავზე გაიმართა, პუტინმა და ხაჯიმბამ ასევე „განიხილეს რუსეთის მზადყოფნა გაუზარდოს ფინანსური დახმარება აფხაზეთს და ხელი შეუწყოს რუსეთის მსხვილი ინვესტორების მოზიდვას რესპუბლიკაში“.

„ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განუცხადა პუტინმა ხაჯიმბას შეხვედრის დასაწყისში.

„ვიცი, რომ აფხაზეთსა და რუსეთის შორის ურთიერთობების გაფართოების მომხრე ხართ, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების: ეს ეხება როგორც თავდაცვის, უსაფრთხოების,  სამართალდაცვითი საქმიანობის, დანაშაულთან ბრძოლის, ისე  ეკონომიკის და áƒ¡áƒáƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ  სფეროებს“, - განაგრძო პუტინმა, „სრულად გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი სტანდარტების დანერგვას სამედიცინო უზრუნველყოფის, საპენსიო მომსახურების სფეროებში და გადავჭრათ რიგი სხვა არსებითი, მნიშვნელოვანი საკითხები და ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც ადამიანები  უკვე დიდი ხანია ელიან აფხაზეთში“.

ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თავდაცვასთან, საზღვართან, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები სოხუმისთვის მნიშვნელოვანია და ასევე ექცევა რუსეთის ინტერესებში.

„მზად ვართ განვაგრძოთ ჩვენი დიალოგი, ვისაუბროთ ამ თემებზე. ვფიქრობ, რომ ისინი პოზიტიურ განვითარებას ჰპოვებენ“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

Civil.Ge © 2001-2024