ლავროვი ევრო–ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 29 Sep.'14 / 12:06

27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ევროპასა და ევრაზიაში ინტეგრაციული პროექტების ჰარმონიზაციისკენ“  და უსაფრთხოების იმ სისტემის „პრაგმატული განხილვისკენ“ მოუწოდა, რომელშიც ასევე შევლენ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

თავის 16–წუთიან გამოსვლაში ლავროვმა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები  სხვა საკითხებთან ერთად იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ისინი „ცდილობენ ყველას მაგივრად გადაწყვიტონ რა არის კარგი და რა ცუდი“, განაცხადა, რომ „ევროპაში არ უნდა დაუშვან ახალი გამყოფი ხაზები“, რადგანაც ისინი შესაძლოა „წყალგამყოფად გადაიქცნენ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის“.

„რუსეთი თანმიმდევრულად მოუწოდებს ევროპასა და ევრაზიაში ინტეგრაციული პროექტების ჰარმონიზაციისკენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ სამუშაოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს „იდეოლოგიისგან დაცლილი პრაგმატული განხილვის დაწყება ევრო–ატლანტიკურ სივრცეში პოლიტიკურ–სამხედრო არქიტექტურის შესახებ, რათა არა მხოლოდ ნატოსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებმა, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ იგრძნონ თანასწორუფლებიანი და განუყოფელი უსაფრთხოება და არ მოუწიოთ ყალბი არჩევანის გაკეთება: “ან ჩვენთან ერთად, ან ჩვენს წინააღმდეგ“.

მან ასევე ისაუბრა იმის საჭიროებაზე, რომ „აღდგეს უკრაინის, როგორც ევროპის სივრცის სხვადასხვა ნაწილების დამაკავშირებელი რგოლის ორგანული როლი, რაც აუცილებლად გულისხმობს  მისი, როგორც ბლოკის არაწევრი, ნეიტრალური სტატუსის áƒ¨áƒ”ნარჩუნებას და ყველას მიერ პატივისცემას“.

Civil.Ge © 2001-2024