ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული რეგულაციების მიღება აპრილამდე გადავადდება
Civil Georgia, Tbilisi / 28 Oct.'14 / 17:44

პარლამენტი გეგმავს 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე გადაავადოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების მიღება, რასაც ამ ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ნაწილი აპროტესტებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მოუწოდებს  არ დაუშვას შსს-ის მიერ „მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივება“.

ამ დრომდე ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც პრინციპული წინააღმდეგია, რომ ეს ფუნქცია გადავიდეს მობილური ოპერატორების ხელში - სწორედ ამ იდეას ლობირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ზოგიერთი დეპუტატიც.

პარლამენტმა, როცა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები აგვისტოში დაამტკიცა, კანონთა ამ პაკეტით თავის თავს 1 ნოემბერი განუსაზღვრა ბოლო ვადად, როცა უნდა მიეღო მორიგი ცვლილებები, რომელიც დაარეგულირებს ღიად დატოვებულ საკითხს, თუ რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ფარულ მოსმენებზე და ასევე განსაზღვრავს ამ  პროცესის კონტროლის მექანიზმს.

თუმცა ახალი კანონპროექტით, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის შალვა შავგულიძის ინიცირებულია და მის მისაღებად ერთი მოსმენაა საჭირო, ამ ვადის 1 აპრილამდე გადაწევა ხდება.

შავგულიძის თქმით, მან ეს ინიციატივა „დროის ცაიტნოტის“ áƒ“ა ასევე იმის გამო მოამზადა, რომ  áƒáƒ®áƒáƒš რეგულაციებზე áƒ¡áƒáƒ™áƒáƒœáƒáƒœáƒ›áƒ“ებლო ინიციატივის მომზადება დათქმულ ვადაში ვერ მოესწრო. მან ასევე აღიარა, რომ ეს კანონპროექტი არ შეუთანხმებია იურიდიულ კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, რომელიც ახალი რეგულაციების მომზადების მიზნით დეპუტატების, მთავრობის, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა.

28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილმა განაცხადა, რომ იურიდიულ კომიტეტში ეს ცვლილებები მათი „იგნორირებით“ მომზადდა, რაც „წარმოადგენს პროცესუალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფას“.

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გაახანგრძლივებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევის და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა მუდმივად იარაღად გამოიყენებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ. სამწუხაროა რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაჭირდა გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ხელისუფლებამ ვერ დათმო იარაღი, რომლის მეშვეობითაც მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები“, - ნათქვამია ჯგუფის წევრების  - საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს დირექტორის ეკა გიგაურის და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის ლიკა საჯაიას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის და შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძის  - ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ დავით უსუფაშვილს არ დაუშვას რეგულაციების მიღების გადავადება, რითაც „თქვენ დაამტკიცებთ, რომ საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო“.

ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მზად არის შეხვდეს სამუშაო ჯგუფის წევრებს.

„გასაგებია, რომ გვინდა უფრო სწრაფად, ვიდრე ხდება და áƒáƒ  არის კარგი, როცა ვადის გადაწვა გვიწვევს, მაგრამ მე ყველას ვთხოვ აღვიჭურვოთ სათანადო მოთმინებით იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე“, - განაცხადა áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტის სპიკერმა 28 ოქტომბერს. 

კამათი საკითხის გადავადების ირგვლივ ასევე გაგრძელდა იურიდიული კომიტეტის 28 ოქტომბრის სხდომაზე. მართალია კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მაგრამ ორი დეპუტატი ქართული ოცნებიდან ანი მიროტაძე და ზურაბ აბაშიძე ამის წინააღმდეგ წავიდა. აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები კანონპროექტს მხარს არც პლენარულ სხდომაზე არ დაუჭერს.

საკომიტეტო მოსმენაზე ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა, როგორც ჩანს, მომდევნო ექვს თვეშიც „შეუძლებელი“ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც მისი თქმით, აქვს „ძალიან მყარი და მტკიცე პოზიცია“, რომ არ დათმოს მოსმენებზე პირდაპირი წვდომა. 

თუმცა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ არ ჰგონია, რომ „შეთანხმების რესურსი ამოწურული იყოს“.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კი განაცხადა, რომ ამ დრომდე არ არსებობს არანაირი შეთანხმება რაიმე შესაძლო მოდელზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „არასანქციონირებული მიყურადება ვერავინ ვერ განახორციელოს“, რის გამოც საკითხის გადავადება „გარდაუვალი აუცილებლობაა“.

ამ საკითხზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 28 ოქტომბერს საღამოს შეხვედრა გამართა ვახტანგ ხმალაძესთან და შალვა შავგულიძესთან. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ამავე თემაზე სამსჯელოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც უმასპინძლა, რომლებიც აცხადებენ, რომ მომზადებული აქვთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ áƒ›áƒáƒ— ინფორმაციაზე დაშვებას ტექნიკურად ერთდროულად განახორციელებენ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია და სასამართლო.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გადავადების თაობაზე კანონპროექტს მიიღებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ მიმართონ პრეზიდენტს, რათა მან ვეტოს უფლება გამოიყენოს.

Civil.Ge © 2001-2024